#56963946 · 10 Oct 2020, 14:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე კითხვა მაქვს, და ეგებ გამარკვიოთ )
1. როგორი იქნება რუსეთის რეაქცია ოცნების დამარცხების შემთხვევაში?
2. შესძლებს თუ არა მყიფე კოალიცია (დიდი ალბათობით, თანაც საქართველოში, კოალიცია სხვანაირი ვერ იქნება) რუსულ ზეწოლას საკმარისად მტკიცე, მიზანდასახული და ეფექტიანი სტრატეგია დაუპირისპიროს? (ანუ, შესაძლებელია, რუსეთისადმი დამოკიდებულების მხრივ ერთ აზრზე კი იყონ, მაგრამ თანამდებობების გადანაწილებას და ა.შ. გადააყოლონ რეალური საქმე)
3. ზოგადად, რას გვპირდება ოპოზიციური სპექტრი საგარეო პოლიტიკის და თავდაცვის სფეროში? რა გეგმები აქვთ (ცხადია, ზოგადად მიდგომებს ვგულისხმობ - იმას, რაც ხალხმა უნდა იცოდეს, და არა საიდუმლო ინფორმაციას)? აი, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით რომ აქვთ რაღაც შეთანხმება, საგარეო პოლიტიკაზე არის რამე მაგდაგვარი? თუ by default სააკაშვილს მიბაძავენ ყველაფერში? (არადა მისი პოლიტიკური მეთოდებისადმი დამოკიდებულება მეტად ფრთხილი და შერჩევითი უნდა იყოს)
--------------------
"A nation is a referendum every day." "ასე მოგვიწყვეს საქმე მსოფლიო მშენებლებმა, აღარც ჩვენი განათლება სჭირდებათ და არც ჩვენი კაი ქართველობა. თავს ვერ გადავირჩენთ, თუ სოფლის მეურნეობას არ მივუბრუნდებით..." "They were placed perilously close to modernity, but they could not partake of it."
|