#56946232 · 6 Oct 2020, 22:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემა იხსნება იუზერ tuksok ის თხოვნით არ აქვს საკმარისი პოსტების რაოდენობა და გადმოგცემთ მის მომართვას
"ჩემო მეგობრებო და ძმებო ქართველებო, გთხოვთ ნუ დაკარგავთ რეალობის აღქმის უნარს და სწორად შეაფასოთ მოვლენები. სომხეთი და არცახის რესპუბლიკა დღეს ნამდვილად საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად იბრძვის წინა ხაზზე. ზურგში დანის ჩარტყმაზე უარესია, როდესაც ქართულ სოც.ქსელებში მომძლავრებურ აზერბაიჯანის მხარდამჭერ რიტორიკას ვისმენთ და ვუყურებთ ჩვენი მოძმე ერის მხრიდან. არ ეკადრება ეს ჩვენს მეზობლობას, მეგობრობას, ძმობას და მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ პოსტულატებზე დაფუძნებულ ურთიერთობას! გთხოვთ სწორად გამიგოთ, დღეს სომხეთი კავკასიელ ერებს შორის მოწინავე პოზიციაზე დგას რომელზეც ის იდგა ტრადიციულად ამ მიწაწყალზე, ძლიერი, შემართული ერი, რომლის ანალოგიაც არც კავკასიაში და არც მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არ მოიძებნება. დღეს ამ ძლიერ და შემდგარ ერს ემუქრება უკვე მორიგჯერ გენოციდი თურქული ტომების მიერ. ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, თანადგომა, ერთ მხარეს დგომა და ერთმანეთის გატანა. ძმობა და მეგობრობა ომში და კრიტიკულ ვითარებაში ვლინდება და მტკიცდება. ძმებო და დებო მოგიწოდებთ სწორ მხარეს დადგეთ!"
--------------------
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin
|