ყველამ ვიცით თუ ვინ იდგა უკან წლების მანძილზე საქართველოსა და აზერბაიჯან, თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭებაზე და ამ გზით რუსული პროპაგანდის ამოფარებული ნარატივით. ვინც არ იცის ან არ ახსოვს შევახსენებ ეს არის პატრიოტ პრო პუტინისტური რადიკალური ალიანსი.
მათ იციან პუტინისტური პოლიტიკის შეყვარება და სიმპათიის მოპოვება ხალხში პირდაპირი გზებით არ და ვერ გამოვა და ამიტომ ირიბი გზებით და გარკვეული საკითხების ზურგს უკან ამოფარვით ცდილობენ ამის გაკეთებას.
დღეს როგორც ჩანს ოცნება წინასაარჩევნოდ ახალ ხალხის დამაფრთხობელ იარაღს ეძებდა რათა როგორმე ყურადღება გადაეტანა მათ მიერ ჩაფლავებულ პანდემიის მართვაზე,გაქცეულ ლარზე, ხალხის უფრო გაღარიბებაზე და სხვა პრობლემებზე რის შედეგადაც დაიხმარა პატრიოტ პუტინისტების საფრთხობელა ვერსია ვითომ და არჩევნებიდან 3 კვირით ადრე რუსეთიდან გამოჩნდა მაცხოვარი რუკებით რომელმაც წინა ხელისუფლების საქმიანობა ეჭვქვეშ დააყენა

ესეც მათი მოკავშირე, თანამოაზრე ვითომ და აღშფოთებული პრო პუტინისტური ყიზილბაშა კაკაბაძე
დააკვირდით და ნახეთ. იპოვეთ რამდენი საერთო აქვთ ოცნებას, პატრიოტ რუსულ ალიანს, კაკაბაძე,ბრეგაძეებ და ვასაძეებს ამ საქმეში და დასკვნა მერე თვითონ გამოიტანეთ თუ როგორ ცდილობენ ზურგს ამოფარვით პრო პუტინისტური პროპაგანდის გატარებას და წინა საარჩევნო თემის გადაფარვას.
This post has been edited by Brock on 8 Oct 2020, 13:22