#56962989 · 10 Oct 2020, 08:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინ შევესწარი შალიკოს ინტერვიუს,სადაც ახსენა მის მიერ მოსახლეობისათვის ნაჩუქარი მილიარდები დენის გაძვირების თემაზე. ვისაც არ გახსოვთ-სემეკმა შემოიტანა წინადადება დენის სამიდან თერთმეტ თეთრამდე გაძვირებასთან დაკავშირებით.ატყდა ერთი გნიასი.შალიკომ ითავა პრობლემის გადაჭრა-თქვენ ნუ შეწუხდებით,მე აქ ვარო.გამოიყვანა ხალხი(უფრო სწორად...),იყაყანეს უაზროდ და მოითხოვეს დენის ტარიფის 8 თუ 9 თეთრამდე გაძვირებაზე.არც სემეკს და არც შალიკოს არ უმსჯელიათ იმაზე,რომ არ არსებობდა დენის გაძვირების არავითარი აუცილებლობა ამ ეტაპზე.რომ შეცვლილიყო მომწოდებელი,ან ყოფილიყო რაიმე სერიოზული ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში-შეიძლებოდა ამ მოთხოვნის რამენაირად გამართლება,მაგრამ ასეთს ადგილი არ ჰქონია.ახლა შალიკო გვამადლის თავის ნამოღვაწარს-აქაოდა აგე,არ ვგავაძვირებინე თერთმეტამდეო.წყაროს ალბათ თქვენც ნახავდით და იმედია გჯერათ,თუ არადა მოვიძიებ.ციფრები თუ მეშლება-ბოდიშს გიხდით,თუმცა ეს ვითარების არსს არ სცვლის.
This post has been edited by vaxo55 on 10 Oct 2020, 08:51
|