itg5 ნამდვილად რთული მდგომარეობაა
უფრო ადვილია ნაწოლის თავიდან აცილება, ვიდრე მკურნალობა,მაგრამ ხელი არ ჩაიქნიო.
პირველ რიგში იშოვნეთ ნაწოლის რგოლები და წყლული მოაქციეთ შუაში, ისე რომ წყლული და ახლოს მიმდებარე კანი თავისუფლად სუნთქავდეს.
გარშემო ქსოვილები დაუმუშავეთ ქაფურის სპირტით. თავად წყლული არა! რაც შეეხება მალამოებს, თუ წყლული ახალია და ღრმა არ არის, შეგიძლიათ კოლხური ან დერმაზინი. თუ წყლული სველი და ღრმაა, აქტოვეგინის ან სოლკოსერლის ჟელე/ცოტა სქლად/. შემდეგ, როცა სისველე შეშრება, აქტოვეგინის ან სოლკოსერილის მალამო. მაგრამ მხოლოდ ეგ არ არის საკმარისი. აუცილებელია სოლკოსერილის ან აქტოვეგინის ინექციები /ნემსები/. ჩემის აზრით, აქტოვეგინი უფრო ეფექტურია. არ გამოიყენოთ ლეიკოპლასტირები და არ დაფაროთ წყლულის ზედაპირი ჰაერგაუმტარი ან არასტერილური ქსოვილებით, თორემ ინფექციაც დაემატება!
მკურნალობა ხანგრძლივია, მაგრან შედეგი აუცილებლად გექნებათ!
გისურვებთ წარმატებებს!