პატარა ზოგადი მიმოხილვა მინდა გავაკეთო რასაც ვხედავ...
მოკლედ დღეს შემთხვევით შემხვდა ნიუსი,რომ გურამ ფალავანდიშვილი(გახსოვთ აღდგომაზე ძალინ აქტიურობდა,გინდა თუ არა ეკლესიაში უნდა შევხვდეთო და მასონების გეგმა ჩავშალო ქართველების წინააღმდეგო)ცაკლე პარტიად იქნება იყრის კენჭს პარლამენტში
https://www.facebook.com/qartuliidea44 (44 ნომერი იქნება მისი)..
როგორც გვახსოვს პირველად ეს ადამიანი ქართული მარშის შეკრებებზე ვხედავდით,ეხლა კი გაემიჯნა...
თუ დაათვალიერებთ საარჩევნო სიას იქ წარმოდგენილნი არიან ქართული მარში,ეს პარტია + დიმიტრი ლორთქიფანიძეც იყო ხო მათთან(ჯაფარა რომ ეღადავა პლაკატზე)...
უბრალოდ რა მაკვირვებს - ბევრი პარტიაა,რომელთაც შეიძლება ითქვას ბევრი საერთო ხედვები აქვთ(დაახლოებით ერთი და იგივე საარჩევნო პროგრამა)ესენიც და პატრიოტებიც და ბურჯანაძეც,რომ მივაყოლოთ ერთად...
არ ერჩივნათ ერთად,რომ ეყარათ კენჭი?????
მინიმუმ 6-7 % აიღებდნენ(ყველა კონსერვატიული,რომ გაერთიანებულიყო,ძიძიგურიც და სხვა პარტიები,ხო ყავთ ამომრჩევლები-ფანატიკოსი მრევლის სასტავი უეჭველი შემოხაზავდა)...
ეხლა კი რავი ,ყველას უფროსობა უნდა და ვერაფრით შეთანხმდნენ...
ასევე მაკვირვებს ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი...
ტიპები არიან 2 %,ნუ მაქსიმუმ კაი დღე თუ გათენდა 3 % აიღებენ და მაინც როგორი ამბიციები აქვთ-ლამისაა მესამე ძალა ვართ(სხვათაშორის ხაზარაძემ ეგ თქვა)...მაგრამ ამბივიები იცოცხლე.
უბრალოდ ის მიკვირს რატომ არ შეუძლიათ გაერთიანება(მაგალითად ლელოს ელისაშვილიც,რომ დამატებულიყო ან რავი სხვადასხვა კოალიციები)....
რასაც ვუყურებ,სანამ მიშა და ბიძინა იცოცხლებენ მაინც მაგათ შორის გვექნება არჩევანი....
ელემენტარული კულტურა არ აქვთ პოლიტიკურ პარტიებს....