მე პირადად რაც ზუსტად ვიცი რომ მოხდა, ეს კარუსელებია და დაშინება.
ფულის დარიგებაზე აღარაა ლაპარაკი, ეგ უკვე ცივილიზებულ მეთოდად ითვლება
სამწუხაროდ, ადგილს და წყაროებს ვერ დაგისახელებთ და ნუ გეწყინებათ.
თბილისი მოგონებაა იმასთან, რაც რაიონებში მოხდა.
წარმოიდგინეთ სიტუაცია:
დილით სადღაც 80% უბანზე აქვთ ნაცებს (ნაცი არავის ვეგონო, შევაგინებ თუ გინდათ რო დაიჯეროთ

)
არის ერთი ამბავი. პრობლემა უნდა მოგვარდეს.
შუადღის შემდეგ მოყავთ მასა, რამდენიმე მარშუტკა და ა.შ.
მიდის კარუსელი, ჯიგრულად, გემრიელად (თითო უბანზე მინიმუმ 2-3 ჯერ მისვლა ერთი ამომრჩევლის)
მხოლოდ ერთი დამკვირვებელი იღებს ამაზე ხმას.
შედეგი - მიათრევენ, გაყავთ გარეთ და ემუქრებიან, ფიზიკურად მომზადებული ხალხი, მათ შორის არიან "ვითომ შავებიც"
ხმის ამომღები აღარავინაა.
არანაირი მარკირების სითხე და ეგეთები არ არსებობს უბანზე.
მოსული ამომრჩევლის კრუგში მოქცევა (ზემოთხსენებული პირების მიერ) და აგიტაცია მუქარის შემცველი.
ამომრჩეველთა შორის ბევრია არაქართველი მოქალაქე,
ისინი უსიტყვოდ ასრულებენ მათ მითითებას.
ეს ერთ-ერთი რაიონის ერთ-ერთ უბანზე 100% ნანახი შემთხვევები.
თქვენთვის მომინდია დანარჩენი.
This post has been edited by ოჩოპინტრე on 1 Nov 2020, 17:18