#56973216 · 12 Oct 2020, 12:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„დ ი ა ს ა ხ ლ ი ს ე ბ ს უ ნ დ ა მ ი ე ნ ი ჭ ო თ პ რ ო ფ ე ს ი უ ლ ი ს ტ ა ტ უ ს ი დ ა მ ა თ ს ა ხე ლ მ წ ი ფ ო მ უ ნ დ ა გ ა დ ა უ ხ ა დ ო ს ხ ე ლ ფ ა ს ი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“
განვიხილოთ სახალხო პარტიის ბუკლეტის ტექსტი, (რა არ მოგვწონს და რა მოგვწონს) რომელი პარტიიდანაც, პარლამენტის წევრობის ერთერთი კანდიდატი, პარტიული სიით მეც ვარ. სახალხო პარტია - N 32 იგივე რომ არ გაგრძელდეს - დავაბრუნოთ პოლიტიკა პარლამენტში გთავაზობთ იმ პრინციპული გადაწყვეტილებების მცირე ჩამონათვალს, რომელთა ინიცირება პარლამენტში და შემდეგ უკვე მათი ცხოვრებაში რეალიზება, ჩვენი აზრით მნიშვნელოვნად შეცვლის ზოგად პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში და საფუძველს ჩაუყრის საბჭოთა-ბოლშევიკური ყაიდის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟს ქვეყანაში. სწორედ ამ და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებების საკანონმდებლო დონეზე ინიცირებისთვის გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და გპირდებით, რომ ერთობლივად ჩვენ შევძლებთ ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების ცხოვრებაში გატარებას. ლუსტრაციის კანონის ინიცირება სამართლიანობის აღდგენის კომისია -„სამართლიანობის აღდგენის კომისიის” შექმნა:- 1990-2020 წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მოვლენების ანალიზი, შესწავლა და სამართლებრივი შეფასება. ამავე კომისიამ უნდა უზრუნველყოს „ლუსტრაციის“ კანონის შემუშავება და პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა. „ქვეყნის სამართლებრივი სრულყოფის“ აქტი - საკანონმდებლო აუდიტის კომისია -„საკანონმდებლო აუდიტის კომისიის“ შექმნა. უნდა შეიქმნეს საპარლამენტო კომისია, რომლის მიზანიც იქნება მოქმედი საკანონმდებლო ბაზის სრული რევიზია და აუდიტი, მისი საერთაშორისო ნორმებთან და სამართლიანი სამართლის პრინციპებთან დაახლოება. კომისიის მუშაობის შედეგად მოხდება პატიმრების რიცხვის 50%-იანი შემცირება, რადგან დღეს საქართველოს მოქალაქეების ნახევარზე მეტი, რომლებიც სასჯელს იხდიან საპატიმრო დაწესებულებებში არ უნდა იჯდნენ სატუსაღოებში, უაზრო და მხოლოდ სისტემისთვის კომფორტული კანონების არსებობის გამო. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სტრატეგიის შემუშავება პარლამენტის მიერ. „სახელმწიფო მმართველობის სისტემის აუდიტი“ - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით მიღწეული უნდა იქნეს, რომ ქვეყანას ყავდეს რეალური მცირე მთავრობა( Small Government), რაც ნიშნავს მცირე მმართველობას და არა სამინისტროების მექანიკურ შემცირებას. ამისთვის კი აუცილებელი იქნება მმართველობითი სტრუქტურის სრული აუდიტის ჩატარება, რომლის მიზანი იქნება სხვადასხვა დუბლირებული და არაფრის მომცემი სახელმწიფო სტრუქტურების, სიპების, ააიპ-ის და შპს-ბის გაუქმება. მსგავსი რეფორმა დაახლოებით 25-30 %-ით შეამსუბუქებს პირდაპირ სახელისუფლებო ხარჯებს ჩვენი ბიუჯეტიდან. „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის“ საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც დათვლის თუ რა ღირს საქართველოს ის ქონება და რესურსები, რომელსაც დღეს ასე არაკომპეტენტურად განკარგავს საქართველოს მთავრობა. ამავე კომისიამ უნდა მოამზადოს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს ამ ქონების დიდ ნაწილის რეალური პრივატიზაცია-გადანაწილება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბარი პროპორციებით. მიახლოებითი გათვლებით ამ პრივატიზაციის შედეგად, საქართველოს თითოეული მოქალაქე 100-200 ათას დოლარამდე ღირებულების აქციის მესაკუთრე გახდება. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე რეფერენდუმების სისტემის დავალდებულება კანონის ძალით და კონსტიტუციაში ჩანაწერის რევიზია. პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის და საარჩევნო კოდექსის სრულყოფა. დეპუტატის გამოწვევის მექანიზმის შემუშავების და დეპუტატების რაოდენობის შემცირების ინიციატივა „მცირე ბიზნესის სააგენტოს“ შექმნა. აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ანალოგიით უნდა შეიქმნას მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სააგენტო და ყველა აქამდე მოქმედი პროგრამა თუ უწყება უნდა გაერთიანდეს მის ქოლგის ქვეშ. „სახალხო საინვესტიციო ბანკის“ შექმნა. უნდა გაუქმდეს საპარტნიორო ფონდი და მის ბაზაზე შეიქმნას საინვესტიციო ბანკი, რომლის აქციონერებიც ვიქნებით ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები. და რომლის ფუნქციაც იქნება რეალური საინვესტიციო და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების დაფინანსება. კ ანონი „დიასახლისის შესახებ“ - დიასახლისებს უნდა მიენიჭოთ პროფესიული სტატუსი და მათ სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ხელფასი კანონი „უმუშევრის შემწეობის“ შესახებ - სახელმწიფომ უმუშევარს უნდა დაუნიშნოს, ფულადი შემწეობა, მანამ სანამ ის არ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი დასაქმებით. „თვითმმართველობის კოდექსის“ რევიზია. რეალური თვითთმართველობის ამოქმედება. ტერიტორიული მოწყობის სრულყოფა და საკუთარი ფული თვითთმართველობას. დენის ტარიფის გადახედვა - დღეს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის მიწოდებული დენის ღირებულების სუბსიდირება ხდება საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან, აუცილებელია მოხდეს დენის ტარიფიდან ამ კომპონენტის გატანა, რაც საგრძნობლად შეამცირებს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის დენის გადასახადს და ამ კომპონენტის დაფინასება მოხდეს უშუალოდ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და არა ჩვენი ჯიბეებიდან. კანონი „ბავშვთა და მოზარდთა სპორტული განვითარების შესახებ“ - სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე უნდა უზრუნველყოფს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის სამოყვარულო სპორტის სახეობებით სარგებლობა იყოს უფასო და ქვეყნის მასშტაბით შეიქმნას უფასო სპორტული დარბაზების და მოედნების ქსელი. თავდაცვის ეროვნული დოქტრინა - დოქტრინით გათვალისწინებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური და მცირერიცხოვანი (15–20 ათასი) პროფესიონალური შეიარაღებული ძალების შექმნა, პარალერულად მოქმედი სავალდებულო გაწვევის და მრავალსაფეხურიანი რეზერვის სისტემით. საგარეო პრიორიტეტები - საგარეო პოლიტიკში პრიორიტეტული უნდა გახდეს კავკასიაში ლიდერის ფუნქციის მოპოვება, ასევე ინდივიდუალური პარტნიორობის და ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერება, როგორც აშშ – თან, ევროპასთან, ისე რუსეთთან და აზიის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ მოთამაშეებთან. მთავარი ვექტორის მიმართულება კი იქნება დემოკრატიულ მსოფლიოსა და ევროპულ სტრუქტურებში ბუნებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა, აუცილებელი წინაპირობით, რომ საქართველომ შეინაჩუნოს თვითმყოფადობა, ტრადიციული მემკვიდრეობა და არ შეილახოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები. მიგვაჩნია, რომ ეს არის საეტაპო არჩევნები საქართველოს სახელმწიფოსთვის და ვთვლით, რომ სახალხო პარტიის დაბრუნება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, პარტიის რომელსაც აქვს მკაფიო იდეოლოგიური და პროგრამული ხედვა საქართველოს, როგორც თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს, განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ, იქნება იმისი ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ეს არჩევნები იქნება წარმატებული და სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება იგივე - გვეყოლება პარლამენტი სადაც არ კეთდება პოლიტიკა. სახალხო პარტია - N 32 იგივე რომ არ გაგრძელდეს - დავაბრუნოთ პოლიტიკა პარლამენტში
This post has been edited by Grigali on 12 Oct 2020, 12:42
|