ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს მოამზადებს
13:53 05-11-2015
ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს მოამზადებს. ჟურნალისტმა აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის დიერქტორისგან მიიღო წინადადება, შეცვლილი ფორმატით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანის თაობაზე. მიშველაძის ინფორმაციით, გადაცემა ეთერში სავარაუდოდ, 2016 წლის იანვრიდან გავა.
"რა ცვლილებები იქნება შეტანილი, მონახაზი უკვე მაქვს. გადაცემა უფრო ანალიტიკური იქნება. მის ფორმატზე კი, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან. მიხარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სტანდარტების ერთგული დარჩა", - აღნიშნა ჟურნალისტმა.
მისი ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს შეხვდა.
ეკა მიშველაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე თოქ-შოუ "პირველი სტუდია" მიჰყავდა. გადაცემა მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან დახურეს. ამის მოტივად კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა მიშველაძისა და "თავისუფალი დემოკარტების" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ქორწინება დაასახელა.
"მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა" - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა განაცხადა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...moamzadebs.html
ერთად კაი ხელფასი გექნებათ
ხო არ გაშორდით?
This post has been edited by SPLIYVI on 5 Nov 2015, 15:05
მიმაგრებული სურათი