წინა შაბათს გამოვიყვანე მანქანა.
გასაღები დაიკარგა გზაში
კაპოტი გაკეცეს შუაზე არაფერი ჭირდა
აკუმულატორი ამოაცალეს AGM 105Ah 700 ლარი ღირს

ქვემოდან მთლიანად პლასტმასის ზაშიტნიკები უყენია და გატეხილებია პაგრუშიკისგან.
კაპოტს და გასაღებს ამინაზღაურებს დაზღვევა, აკუმულატორი თუ ჩანს გზის ფოტოებში სადმე მაგასაცო მაგრამ არ ჩანს, საბარგულში აქვს ზაპასკის ადგილზე.

ნუ ბენზინის ამოცლა ჩვეულებრივი ამბავია, ყიდულობ მანქანას ნახევარი ბაკია ან სავსე და აქ სადგომზე ცარიელი გხვდება

თან ზოგი ისე ხანიგურად იღებს ამ ბენზინს ბაკის ყელს და ჩასასხმელის კლაპანს აფუჭებენ ხოლმე.
ძარცვის რამდენიმე ეტაპს გადის მანქანა სანამ ჩამოვა, ბოლო ევაკუატორია თბილისამდე ვისაც ჩამოაქვს.
ერთ მანქანაზე კარტერი გამიტეხეს პაგრუშიკით
ერთი მანქანა 2020 4runner მთლიანად მარცხენა გვერდი იყო კონტეინერზე გახახუნებული, წითელი კრასკა იყო გადმოსული.
აპორნებთან ჟეშტები რო აქვს ყველას დაღუნული აქვს ხოლმე ისევ მაგ პაგრუშიკის გამო
ტრანსპორტირებისას საბურავი თუ მოხსნეს და მერე ამათმა დაუყენეს დაგხვდება ცერად გაშვებული ბოლტები და მოწყვეტილი შპილკები
დომკრატი, კლუჩები default-ად არ მოყვება არც ერთ მანქანას თუ საბარგული იხსნება
This post has been edited by public_enemy on 17 Jan 2026, 18:15
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...