#56983325 · 14 Oct 2020, 16:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღვთივკურთხეული წელიწადის დრო - ზაფხული უკვე თვენახევარია გასრულდა. დრო, რომელშიც სული აღწევს თავის ენერგიის მაქსიმუმს, სიხარული გულში ვეღარ ეტევა , ადამიანს, მცენარეს, ფრინველს თუ ცხოველს, ყველაფერს ქვეყნად საოცარი ხალისი და მზე მსჭვალავს. შეცვალა შემოდგომამ, მწიფობის ხანამ. შემოდგომა თავის მხრივ კურთხეულია, ისევე როგორც ზამთარი და გაზაფხული.
მაგრამ ზაფხული, როგორც მზის, სიხარულის, ენერგიის და ხალისის აპოთეოზი, მაინც მუდამ სანატრელია წელიწადის დროთა შორის.
1 წელი დაველოდოთ და კვლავ დაბრუნდება მწვანე მზიანი სეზონი!
--------------------
All I need is all I got!
|