დე ფაქტო პრეზიდენტმა ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლა
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ევროკავშირის დელეგაცია სამხრეთ კავკასიის საკითხებზე სასაუბროდ მიიღო.
ასლან ბჟანია შეხვდა ევროკავშირის წარმომადგენელს, ტოივო კლაარს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პრობლემების გადაჭრის საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით. ბჟანიამ საუბარში აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში 12 წლიან მონაწილეობას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოუტანია მხარეებისთვის.
”ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ შედეგს და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ არ გვინდა რეგიონში ვითარების გაუარესება, არ გვინდა და არც ვაპირებთ ომის გამოცხადებას. არავის მიწა არ გვინდა, მაგრამ არც ჩვენ მივცემთ ვინმეს მიწებს. თუ თქვენ დაგვეხმარებით ამ საკითხში, ჩვენ მხოლოდ მადლიერები დავრჩებით. ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების ავტორიტეტი უნდა იქნას გამოყენებული” - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ტოივო კლარმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ხაზი გაუსვა, რომ იგი იმედოვნებს განხილვის შემდგომ თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობას. "ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ აფხაზეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად ბევრი კითხვა გვაქვს, რომელთა განხილვაც შეგვიძლია და შეიძლება. იმედია, დისკუსიის საშუალებით წინსვლას შევძლებთ, ”- დასძინა მან.
კლარმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს აფხაზეთში ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები.
”ევროკავშირი უკვე მნიშვნელოვნად დაეხმარა აფხაზეთს რამდენიმე თვის განმავლობაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომისია მალე ჩამოვა აფხაზეთში და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები”, - თქვა მან.
სამხრეთ კავკასიის ევროკავშირის წარმომადგენელთა დელეგაცია აფხაზეთში 13 ოქტომბერს ჩავიდა. ვიზიტის მიზანი აფხაზეთთან ურთიერთობის შესაძლებლობების განხილვა და კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გახლდათ.
https://feedc.com/post/9780259688988837?fbc...BnfvbQ9PldvAiuQიმედია, თბილისშივე დაბრუნდებიან!!!!