„დადის რაღაც ჭორები, თითქოს ბიძინამ იყიდა ეს რაღაც რუკები და დოკუმენტები, რაც თუ მასეა კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს მისი ქველმოქმედების წინაშე“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ორი რამ მინდა ვთქვა გარეჯის გარშემო: ჯერ ერთი, კომისია ახალი შემადგენლობით ვერ იქნება სრულფასოვანი თუ მისი წევრები არ იქნებიან ეკლესიის წარმომადგენლები.
ვიღაცა იდიოტი, უცხოელი დიპლომატი რომ გეუბნებათ, რომ კომისიაში არ უნდა იყოს ეკლესია, ეს მათი რეკომენდაციაა შეიძლება, მაგრამ გაისეირნონ იმ თავიანთი რეკომენდაციანა.
სწორედ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა ის ინსტიტუტი, რომელზეც ჩვენ ვამყარებთ დისპუტს ქართული იდენტობის, ქართული ტერიტორიების შესახებ მის ძეგლებზე დაყრდნობით“, - აცხადებს ვასაძე.

პისი
სადა ხართ ის ხალხი გუშინ ერთ ამბავში რომ იყავით როგორი ეროვნულია რაინდიო და როგორ იცავს სამშობლოს რუსებისგან და როგორ პასუხს ცემსო რუბენასო
This post has been edited by Brock on 16 Oct 2020, 11:11