მე შეგივსებ თემას

ეს სპიჩი (თუ რაცაა) მიყვარს :დდ
" ქუჩაში რომ შეგხვედროდათ ორსული ქალი, რომელსაც უკვე 8 შვილი ჰყავს, მათგან 3 ყრუ, 2 ბრმა, ერთი კი გონებრივად ჩამორჩენილი, თვითონ ეს ქალი კი სიფილისით დაავადებულია - ურჩევდით მას აბორტის გაკეთებას?
________
სანამ გასცემთ პასუხს ამ კითხვას, ესეც წაიკითხეთ:
უნდა აირჩიოთ ახალი მსოფლიო ლიდერი, თქვენი ხმა კი გადამწყვეტია:
აი, ინფორმაცია სამივე კანდიდატზე:
კანდიდატი 1 - ურთიერთობს ბინძურ და სკანდალურ საქმეებში გახვეულ პოლიტიკოსებთან, იღებს ბევრ რჩევას ასტროლოგებისგან, მას ორი ცოლი ჰყავს, ეწევა კატასტროფულად ბევრს და დღეში 8-10 ჭიქა მარტინის სვამს.
კანდიდატი 2 - ორჯერ იყო განდევნილი თანამდებობიდან, უყვარს შუადღემდე ძილი, მოიხმარდა ოპიუმს კოლეჯში, დღეში სვამს დაახლოებით 1 ლიტრ ვისკის.
კანდიდატი 3 - ახალგაზრდობაში ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის და სამშობლოს ერთგულებისთვის აქვს მიღებული არაერთი სამხედრო ჯილდო, არის ვეგეტარიანელი, არ ეწევა, ძალიან იშვიათად სვამს, ისიც მხოლოდ ლუდს და არასდროს უღალატია ცოლისთვის.
ვის აირჩევთ ამ 3 კანდიდატიდან ?
________
ახლა გავიგოთ ვინ არიან ეს კანდიდატები:
პირველი კანდიდატი: ფრანკლინ რუზველტი
მეორე კანდიდატი: უინსტონ ჩერჩილი
მესამე კანდიდატი: ადოლფ ჰიტლერი
რაც შეეხება აბორტს:
თუ თქვენი პასუხია "კი", თქვენ ამ წუთას ბეთჰოვენი მოკალით!