გამარჯობათ
ვცხოვრობ ბინაში, რომელსაც აქვს საზიარო შესასვლელი, სახურავი (ჩვენს მხარეს).
სახლი არის ოთხბინიანი. ორი ოჯახი შედის ცალკე მხრიდან, მეორე ორი ცალკე კარიდან. სახლი ორსართუალიანია.
ასევე არის საერთო ასასვლელი კიბე ეზოს მხრიდან.
ახლა რაშია საქმე
წლებია (30 წელზე მეტია) ჩემი მოზაირე ბინაში არ ცხოვრობს. მშობლებმა გამოკეტეს ბინა და წავიდნენ უცხო ქვეყანაში, სადაც გარდაიცვალნენ კიდეც. ბინა დარჩა მათ შვილს, რომელიც ცხოვრობს სადღაც რუსეთში.
ამ ათიოდე წლის წინ ჩამოსული იყო, გადაიფორმა ბინის მისი კუთვნილი ნაწილი და ისევ გაქრა.
ბინის სახურავს, სარდაფს, კედლებს, ყველა სხვა სარემონტო სამუშაოებს ვუტარებთ ჩვენ. თვითონ ცხოვრობენ პირველ სართულზე. ქუჩის მხრიდან არის საერთო შესასვლელი, რომელიც ჩვენ გავარემონტეთ, დავდგით II სართულზე ასასვლელი კიბე, და როგორც ბინის წინა მფლობელმა გვითხრა, (რასაც რა თქმა უნდა ვეღარ დავამტკიცებთ, რამეთუ ყველა გარდაცვლილია :დ

) იმ საერთო შესასვლელში ფული გადაუხადა იმ გარდაცვლილ ბინის მეპატრონეებს და ამის მერე მათ ამოუკეტა ბინაში შესასვლელი წინა (ქუჩის) მხარიდან.
შვილმა ეს ამბავი არ მიიჩნია არგუმენტად და პოლიციაში ჩივილის საფუძველზე (სადაც ანტისემიტიზმში დაგვდო ბრალი :დდ) ის საერთო შესავლელი მათთვის გაგვახსნევინა.
ამ ამბების მერე გასულია 10 წელი. ბინა (ის პირველი სართული) საერთო ჯამში დაკეტილია უკვე 20 წელზე მეტი იქნება.
ის მემკვიდრე, აღარ ჩამოდის და როგორც გვეუბნებიან ვეღარც ჩამოვა საქართველოში. არც რამე მონაწილეობას იღებს ბინის მოვლა/პატრონობაში!!!!
სახურავი, სარდაფში წყალი დგებოდა და დრენაჟი გავაკეთეთ, კედლების შელესვა/მოვლაში და ა.შ.
ახლა რა მაინტერესებს, მაქვს თუ არა უფლება ყველაფერი ამის საფუძველზე იმ გაქცეულ/დაკარგულ მეპატრონეს ჩამოვართვა საერთო შესასვლელით სარგებლობის უფლება და ის შესასვლელი დავიმტკიცობა საკუთრებაში?
შესასვლელი: ვაღებთ ჩვენს(!) მიერ ჩასმულ რკინის (ორმხრივ) კარს, მერე არის მისი ბინის კარი მარჯვენა მხარეს, და ჩვენ ავდივართ ჩვენს მიერ გაკეთებული კიბით II სართულზე!
განვმეორდები: ბინას, ეზოს მხრიდან აქვს ცალკე შესასვლელი I სართულზე და საზიარო კიბე II სართულისთვის. (ეგ შიდა კიბე უკვე II სართულის საზიაროა).
ანუ, სახლში შესავლელს იმ მოზიაარეს არ ვუხშობთ

იმედია გასაგებად ავხსენი
This post has been edited by ladusha64 on 16 Oct 2020, 14:02
აქ (უნდა) იყო(ს) რეკლამა...