https://www.interpressnews.ge/ka/article/62...-brali-cauqena/აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის („გრუ“) 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა.
დეპარტამენტის განცხადებით, ჰაკერები კომპიუტერულ შეჭრასა და თავდასხმებში მონაწილეობდნენ, რითაც უკრაინაში, საქართველოსა და საფრანგეთში არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპიუტერული შეტევების დროს „გრუს“ ჰაკერებმა მსოფლიოში ყველაზე მავნე პროგრამები -KillDisk-ი და Industroyer-ი გამოიყენეს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჰაკერებმა 2018 წელს შეტევა საქართველოს ერთ-ერთ მედია-კომპანიის, ხოლო 2019 წელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოაწყვეს.
დოკუმენტში ექვსივე ჰაკერის ვინაობაა ნახსენები, მათგან ორმა - ანატოლი კოვალიოვმა და არტიომ ოჩიჩენკომ თავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ მოაწყვეს.
იმედი ტვ დაჰაკეს ხომ მაშინ?

გამარკვიეთ
ნადეჟდა ტვა თუ იმედიტვ?
ფრიდრიქსას დავუჯეროთ თუ აშშ დაზვერვას?
This post has been edited by ბერტყვი on 20 Oct 2020, 14:36