მეგობრებო, ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების გამოყენებას თითქმის 80 წლის ისტორია აქვს, რომელსაც საფუძველი დაუდო კარლ რენბორგმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 40-იან წლების ბოლოს. ის მალე ძალიან პოპულარული გახდა და 21 საუკუნეში მთელი მსოფლიოს განვითარებული მოსახლეობა დიდი რაოდენობით მოიხმარს.. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა რუსეთში და უკრაინაში. ისმის კითხვა - რა დონეზეა საქართველო? რაღაც გაუმჯობესება ჩვენთანაც არის, მაგრამ სასურველი შედეგები არაა და არამარტო მოსახლეობის მძიმე ეკონომიური სიტუაციისდა გამო. მიზეზი არის საკვები დანამატების მოხმარების დაბალი კულტურა, ხოლო ზოგ შემთხვევაში ამ დარგს ებრძვიან მედიცინასთან ასოცირებული ადამიანები.
ამ თემის მიზანია, რომ ყველამ ვინც მოვიხმართ ასეთ პროდუქტებს ჩვენი წვლილი შევიტანოთ პოპულარიზაციაში და გავუზიაროთ ხალხს ჩვენი გამოყენებული პროდუქტების სარგებლიანობა - რას ვიღებთ, რომელმა ექიმმა გვირჩია, გავაზიაროთ გამოცდილება, დავწეროთ დასახელებები, რომელი ქვეყნის და ბრენდის პროდუქციას მოვიხმართ, როგორ და სად შევიძინეთ და ასე შემდეგ....
ჩემს გამოცდილებას დაგიწერთ - ვიღებ ისეთ ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა: PIPING ROCK, SWANSON, NOW FOODS, CALIFORNIA GOLD NUTRITION, SOLGAR, NATURE'S WAY, NATROL და ყველას ვერ გავიხსენებ რომ დავწერო
მაგალითად ყველაზე მეტად და ხშირად PIPING ROCK და SWANSON პროდუქციებს მოვიხმარ, ხარისხის და ფასის ურთიერთკავშირიდან გამომდინარე. წლებია მაგალითად ვყიდულობ და ვსვამ ამ თევზის ქონს -
https://tinyurl.com/y2w4v88j და
https://tinyurl.com/y3a5zphqკიდევ გინკო ბილობას, ყურძნის წიპწის ექსტრაქტს, სასარგებლო ბაქტერიების კომპლექსებს კუჭ-ნაწლავისთვის, Q10, კურკუმინს და ბაყაყურას ღვიძლის ჯანმრთელ მდგომარეობაში ყოფნისთვის, ვინაიდან მაწუხებს ეგ პრობლემა ჰეპატიტის შემდეგ და კიდევ სხვა...
პ.ს. მედიკოსებმაც შეიტანეთ თქვენი წვლილი რომ სარგებელი მეტი იყოს, თუ რათქმა უნდა დადებითად ხართ მოტივირებული (გთხოვთ ბრძოლას ნუ დაუწყებთ თემას)