გვამი საძინებელ ოთახში ნახეს. საკუთარ საწოლზე. მიცვალებულს ხელები თავის ქვეშ ჰქონდა ამოდებული. იწვა მარცხენა გვერდზე. ბალიშებს შორის იდო მარგოლანის ტიპის იარაღი.
ძნელი დასაჯერებელია, რომ კვალიფიციური პოლიციელების პირველი შთაბეჭდილება თვითმკვლელობის ვერსიისკენ წასულიყო – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადამიანი, რომელმაც თვითმკვლელობა ჩაიდინა, მიბჯენით მიიდო იარაღი შუბლზე და გაისროლა, თუნდაც სიკვდილის დაგვიანებულად მოსვლის შემთხვევაში, აუცილებელი შოკის პირობებში მაინც ვერ შეძლებდა ხელების თავის ქვეშ ამოდებას, იარაღის ბალიშებს შორის ჩადებას და გვერდზე დაწოლას – მძინარე კაცის პოზაში.
ძნელი დასაჯერებელია აგრეთვე ის, რომ პოლიციის მინისტრის ან თუნდაც რომელიმე მისი ხელქვეითის მზერას ვერ დაეფიქსირებინა რაიმე ნარწყევის კვალი გვამის სიახლოვეს.
ძნელი დასაჯერებელია ისიც, არავის შეენიშნა შემთხვევის ადგილზე მისულთაგან, რომ საწოლი ოთახის შესასვლელში, ბინის ჰოლში, ჩამტვრეული იყო ჭაღის ორი მუშა ნათურა (დანარჩენი სამი გადამწვარი იყო), შუქი ამორთული იყო ერთი წრედიდან, სწორედ იქიდან, რომელიც სახლის იმ ნაწილს ემსახურებოდა, რომელშიც ლაშა შარაძის საძინებელი ოთახია. ძნელი სარწმუნოა, რაიმე ლოგიკას შეიცავდეს იმის დაშვება, რომ კაცმა, ვისაც თვითმკვლელობა აქვს განზრახული, ჩაამტვრია ნათურები, გამორთო შუქი მრიცხველიდან, გაიხადა ტანზე, გაეხვია ზეწარში და მხოლოდ ამის შემდეგ აღასრულა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება… და იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვითმკვლელობის ვერსიის დაშვება ფაქტის დაფიქსირების დღეს, გარკვეული დაბნეულობის, თუნდაც ემოციის, თუნდაც გარკვეული დაუდევრობის გამო, კიდევ შესაძლებელია, რატომ გრძელდებოდა ამავე ვერსიის დამკვიდრების მცდელობა საზოგადოებაში მომდევნო პერიოდშიც, კიდევ მრავალი ხნის მანძილზე – საგამოძიებო ჯგუფის წევრების მიერ? რა საფუძველზე აძლევდნენ ისინი პრესის თანამშრომლებს თავდაპირველ, შეუცვლელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თვითმკვლელობა გამორიცხული არ იყო? ნიშანდობლივია, რომ მათ მიერ მიწოდებულ არც ერთ მსგავს ინფორმაციას არ ერთვოდა არავითარი არგუმენტაცია. რა იყო ეს: პროფესიული დაუდევრობა თუ უფრო მეტი – მიზანდასახული ქმედება, ესე იგი, დანაშაული?
ექსპერტთა ვარაუდით, ტენდენციური, დილეტანტური და, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, დანაშაულებრივია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ლაშა შარაძის გვამის გამოკვლევის საფუძველზე შეიქმნა და რომელსაც ხელს აწერს 11 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი: მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ამირან გამყრელიძე!!!!!!!! (სპეციალობით ალერგოლოგი), პათანატომები: დეკანოსიძე და ხარძიაშვილი; კვალიფიციური ექსპერტები: ოქრუაშვილი, მჟავანაძე, აგრეთვე ცინცაძე, ჯიბლაძე, ნაფეტვარიძე და ერისთავი.
მოკლედ, ამირან გამყრელიძე იყო მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ექსპერტი, რომელმაც დანაშაულებრივი აქტი ჩაიდინაო.
დავიჯერო არ იცოდა ამირანმა რას აწერდა ხელს?
პ.ს.
ეს მაია ნიკოლეიშვილი დღეს მწარე ქოცია და ამირანს მუშკეტერს ეძახის ალბათ
https://guramsharadze.wordpress.com/devnili...snobi-detalebi/ This post has been edited by jangi on 25 Oct 2020, 21:51