@ სიმბოლო ლათინური სიტყვის „ad” -ის აბრევიატურას წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ მიმართულებას, რაღაცისაკენ მიმართებას აღნიშნავს. როგორც ცნობილია, შუა საკუნეებში გადამწერები კანცელარიაში ამ სიტყვას საბუღალტრო ფურცლებსა და ზედნადებებში იყენებდნენ ფასების ჩამოსაწერად.
ე.წ. „ეთ“ სიმბოლო, რომელსაც ჩვენ ძაღლუკას ვეძახით, ფორმალურ ინგლისურში უფრო ოფიციალური სახელწოდებით „commercial at" -ით გვხვდება, რაც მისი თავდაპირველი, კომერციული წარსულით არის გამოწვეული. გარდა ამისა, @ სიმბოლოს უამრავი შესატყვისი აქვს სხვადასხვა ენებში. მაგალითად, იტალიურად მას „snail” -ს ეძახიან.
რეი ტომლინსონი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გამოიყენა „ეთ“ სიმბოლო ელ. ფოსტების ფორმატირებისათვის. ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა 1971 წელს, როდესაც ARPAnet -ის მეშვეობით, მან ერთი კომპიუტერიდან მეორეზე საკუთარ თავს გაუგზავნა წერილი, რათა სისტემა გაეტესტა.
პ.ს ნამლოქ ჩემი ერთიანი პრეტენზიების ლისთში ჩაამატე ეს თემაც