
დინდგელი ანუ პროპოლისი. ბერძნულად «propolis» ნიშნავს გალესვას, ამოვსებას.
ფუტკრები მცენარეებიდან აგროვებენ წებოვან ნივთიერებას, მას ემატება ცვილი, ყვავილის მტვერი, ფუტკრების მიერ გამოყოფილი ნივთიერებები და სპეციალური გადამუშავების მერე, ეს ყველაფერი გადაიქცევა ბიოლოგიურად აქტიურ კომპლექსად.
დინდგელს ფუტკრის წებოსაც უწოდებენ, რადგან დინდგელით ფუტკრები ავსებენ სკის ნაპრალებს, ამაგრებენ ფიჭებს, ლესავენ სკაში მოხვედრილ უცხო სხეულებს. მაგრამ დინდგელი არა მხოლოდ საშენი მასალაა, არამედ, სკაში მჭიდროდ ცხოვრებისას, როგორც ინფექციებისაგან დამცავი საშუალება. დინდგელის თხელი ფენით ილესება სკაში საფრენი, ჩარჩოები, ფიჭის უჯრედები და ასე იქმნება ბაქტერიციდური ატმოსფერო, რაზეც იხარჯება დაახლოვებით 20-30-გრ დინდგელი. სკაში მოხვედრილ უცხო არსებას ფუტკრები კლავენ შხამით, მაგრამ თუ ვერ ერევიან, მაგ. თაგვის მოხვედრისას, ამოლესავენ მას დინდგელით და ასე იგი რამოდენიმე წელი არ გაიხრწნება.
მეფუტკრეები აგროვებენ დინდგელს ფუტკრის ოჯახების დათვალიერებისას და ღალის დასრულებისას.
დინდგელი იგივე პროპოლისია და სულ სხვა რამეა ვიდრე თემის სათაურში ნაგულისხმევი და ვისაც მაინცდამაინც განავალი უნდა ძალიან იაფად ვაშოვნინებ! This post has been edited by sis tema on 2 Dec 2013, 00:40
აქ რომ ახსნიან, ეგრე გუგლი ვერ იზამს. © ASIMO