დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი თავისთვის აღმოვაჩინე ეპოქა სახელწოდებით ფრანც კაფკა.
თუმცა ძალზე მცირე დრო გავიდან მას შემდეგ, რაც კაფკას ანტისემუტური განწყობების შესახებ შევიტყე.
ახლა კი მინდა გიპოვოთ ვინმე ვისაც გაგჩენიათ მსგავსი ეჭვები:
სამწუხაროდ, ხანი გამოხდა და ჩემს მეხსეირებაში ბევრი ფაქტი არ დარჩა ისეთივე სიზუსტით, როგორითაც თავის დროს იყო დალაგებული იმედია ამას გაგებით მოეკიდებით ქვემოთ მოცემული ტექსტის კითხვისას!
კაფკას, მისივე მტკიცებით, არ გამოჰყვა კაფკების ჯანმრთელობა და ძალა და საბოლოოდ ის ჭლექმა შეიწირა. მაგრამ რამდენად დარწმუნებულნი შეიძლება ვიყოთ ამაში??
კაფკა თავის რომანებს არ წერდა ერთ თანმიმდევრულ წიგნად არამედ, თავებს კონვერტებში ალაგებდა ისე, რომ ეშმაკსაც გასჭირვებოდა გარკვევა რომელი თავი, რომლის შემდეგ უნდა აკინძულიყო, რომ ავტორის ჩანაფიქრი აუთენტური სახით გადმოეცა წიგნს, სწორედ ამიტომ გვაქვს ახლა პროცესის 10ულობით გამოცემა, რომლებშიც თავები განსხვავებულადაა გადანაწილებული ნაწარმოებში. ვინ შეიძლება მოქცეულიყო ასე? როგორი უნდა ყოფილიყო მისი სამყაროს სურათი ან იქნებ მისი ცხოვრების საჭადრაკო დაფაზე სხვა ფიგურები იდო? მესმის საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ის ძალზე მორიდებული და თავდაუჯერებელი ადამიანი იყო, მაგრამ ღმერთმანი ამ კონვერტების გასამართლებლად მე მის თავდაუჯერებლობაზე მეტად ის აზრი მეჩვენება გონივრულად, რომ კაფკას რაღაც დასამალი ჰქონდა, რაღაც ისეთი, რაც არასასურველ ხელში არ უნდა ჩავარდნილიყო, მით უფრო, რომ თავად მორიდებულობას და თავდაუჯერებლობაც შესანიშნავად იხსნება იმით, რომ ის დაფარული საზოგადოების წევრი იყო.
მოკლედ დავსვი თუ არა ეს კითხვები, მივხვდი - კაფკა მოკლეს! ჩავწერე GOOGLE-ში "Kafka was murdered", რეზულტატი ნულოვანი მქონდა 23-ე გვერდზე როგორც იქნა საიტერესო რეზულტატი შემხვდა ის საიტი რომ არ ვეძებო აჰა თქვენ IMOVIES ლინკი იგივე შინაარსით
https://www.imovies.cc/ka/movies/5943/Kafka/RUS/HIGH , ეს უსაინტერესოესი ფილმი, რომელშიც კაფკა/იოსიფ კ. ჯანმრთელი თავდაჯერებული მამაკაცია წარმოადგენს, კაფკას ყველა ნაწარმოებისგან დამზადებულ აჯაფსანდალია (ძვირფასი კერძია). წარმოიდგინეთ, რომ კაფკას ყველა ნაწარმოები ვითარდება თავად კაფკას ირგვლივ, ზოგი მათგანი ძირითად ზოგიც ფაკულტატურ ისტორიებს ქმნის. კაფკა საიდუმლო ორგანიზაციის წევრია, კაფკას კლავენ, კაფკას კლავენ ჭლექის შეყრის გზით, კაფკა ებრძვის მსოფლიო მთავრობის პრაღის ფილიალს! ყოველი მომდევნო 10 წუთს სულ უფრო მეტი სიგეჟე მოჰქონდა, სიგიჟე, რომელიც გუგლის 22 გვერდზე დაყრდნობით ჯერ არავის მოსვლია თავში. ფილმის დასასრულს ჩემი გაოგნება კიდევ დიდხანს არ გაიფანტა! მაგრამ, როცა ვნახე ვინ იყო ფილმის რეჟისორი ამან საბოლოოდ ამიფეთქა გონება - სტივენ სოდერბერგი, ეს ის კაცია, რომლემაც 2011 წელს მათემატიკური სიზუსტით გამოიცნო და ფილმად გადაიღო კოვიდ ეპიდემია, ღამურებით, ქუჩაში უგონოდ წაქცეული ხალხით, პირბადეებით, ვაქცინებით და კარანტინებით - "ინფიცირება" ასე ჰქვია მაგ ფილმს, ნახეთ ეგეც პირველი ლინკის შემდეგ ან მანამდე იქნებ ეს სოდერბერგიც რაიმე კანალზე ზის?!