ფრთხილად იყავით საერთოდ არ გაასხათ
ირაკლი კობახიძე - დაახლოებით 6-7 ოლქია, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური
https://www.interpressnews.ge/ka/article/62...iqos-meore-turi31.10.2020 / 12:25
“ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ ოლქში მეორე ტური გახდეს საჭირო.
კობახიძის ვარაუდით, ამის საჭიროება, შესაძლოა 6-7 ოლქში დადგეს.
„მეორე ტურები არის რა თქმა უნდა, შესაძლებელი. არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური. ამ ეტაპზე ჩვენ ბუნებრივია, თავს შევიკავებთ ამ ოლქების დასახელებისგან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 30- ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები არ არის გამორიცხული. ასეთი შეიძლება იყოს 6-7 ოლქი,"- განაცხადა კობახიძემ.