დაიდო უკვე ეგზიტპოლები (იხ. ქვემოთ ფოტოზე)
მოდი, ამ 4 ეგზიტპოლიდან ამოვაგდოთ იმედის და რუსთავი 2-ის კვლევები და ამოვიდეთ მინიმუმიდან:
მთავარის (იპსოსის) ეგზიტპოლებით: 41%
ფორმულას (ედისონ რისერჩის) ეგზიტპოლებით: 46%
მოგეხსენებათ, პარლამენტის 150 წევრიდან 120 კომპლექტდება პროპრციული არჩევნების შედეგებით და 30 მაჟორიტარულით.
120-ის 41% არის 49 კაცი პარლამენტში.
120-ის 45% არის 55 ადგილი
უმრავლესობისთვის საჭიროა 76
ანუ ქართულ ოცნებას 30 მაჟორიტარული ადგილიდან სჭირდება 22-27-ის მოგება.
ამ პირობებში და თან იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წვრილ-წვრილი ოპოზიციური პარტია შედის, მგონია, რომ არ გაუჭირდებათ უმრავლესობის დაკომპლექტება, თუ მაჟორიტარებში არ მოიგო ოპოზიციამ (რაც ძალიან საეჭვოა).
ველი თქვენს მოსაზრებებს.

პ.ს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეგზიტპოლებს 2-3% გააჩნია ცდომილების და ყველა წინა არჩევნებზე ეს ცდომილება ხელისუფლების სასარგებლოდ გადაიხარა ეს პროცენტები კი კიდევ 3-4 ადგილს ნიშნავს პარლამენტში.
This post has been edited by analgin on 31 Oct 2020, 21:24
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey