90-ზე მეტ დეპუტატს ვერ შეიუვანს ქოცნება პარლამენტშიო.
ანუ, 60 დეპუტატი ოპოა. ბოლოს და ბოლოს ჩცხუბი რომ მოუვიდეთ, მაინც მაგარ წინააღმდეგობას გაუწევენ და ბარეორს მიჯირყნინა, აღარფერს ვამბობ საკანონმდებლო (თემატურ) კამათზე. საკონსტ. უმრავლესობა ქოცებს არ ჰყავთ.
და თუ მაინც არ შევლენ პარლამენტში, მე პირადად ჩავთვლი რომ იმაზე უფრო ღლეები ყოფილან, ვიდრე მგონა (მიშა მიშა ძახილის მადლმა) :დდ
და თუ რა შედეგს მოიტანს ასეთი ბოიკოტი ქვენისტის, ამას ცალკე შევხედავთ და მერე გავაგრძელოთ საუბარი
თამარ ჩუგოშვილი - ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორებიამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აცხადებს, ვიდრე ოპოზიციური პარტიები იტყვიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ ითვლება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მონაცემები სწორად იყოს დათვლილი.
„2 მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო ან გადაითვალოს ის უბნები, ან გაბათილდეს იმ კონკრეტულ უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს“,- წერს ჩუგოშვილი.
ამასთან, მისი თქმით, პარლამენტში არშესვლა ოპოზიციის მხრიდან შეცდომა იქნება. „პარლამენტში არ შესვლა კი, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება. არ შეიძლება ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა). დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული, ვიდრე ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე ოდესმე. ამ ყველაფრის გამოყენების ნაცვლად უბრალოდ იმის თქმა, რომ არ ითვლება 31 ოქტობრის დღე, მძიმე შეცდომა იქნება“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
* * *
პს
მემრჯვენეებს მაშინ დაენძრათ ედიკას პარლამენტში რომ შევიდნენ, ედიკას კიდევ მათი შესვლა იმისთვის სჭირდებოდა რომ თავისი დეპუტატები არ ჰყოფნიდა...
ახლა სულ სხვა სიტუაციაა! ამდენი კი უნდა ესმოდეთ, მართლა პოლიტიკოსად (და, ქვეყნის გულშემატკივარი) თუ მიაჩნიათ საკუთარი თავი...