მოკლედ, ცესკომ ამომრჩეველთა აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 56%-ზე ოდნავ მეტი იყოო და თბილისში ხომ საერთოდ ისაც არ ყოფილაო, სულ 54% იყოო...
https://cesko.ge/geo/static/2938
ჰოდა, დიდად საეჭვოა ეს მონაცემები...
თავად პირველად მომიწია ამ არჩევნებზე რიგში დგომამ, ათზე მეტი ადამიანი იდგა რიგში, რაც არასდროს მახსოვს წინა არჩევნებზე... თანაც, კორონას ბრალი არ იყო ეს რიგი, ალფავიტურ თითოეულ რეგისტრატორთან ორი ადამიანი შეიძლება იდგესო, მე კიდევ მესამე ვიდექი, არ მიაქციეს ამასაც ყურადღება, ათზე მეტი ამომრჩეველი ვიყავით ერთდროულად შესული საარჩევნო ოთახში (წინა არჩევნებზე ერთდროულად ამდენიც არ მახსოვს) და 15-ამდე დამკვირვებლებიც დისტანციის დაუცველად გვერდი-გვერდ იჯდნენ ორ რიგად მოწყობილ სკამებზე, ანუ ამასაც არავინ აქცევდა ეთენშენს...
მერე, გამოვედი რა, ავყევი ჭავჭავაძეს და საერთოდ წარმოუდგენელი რიგები იყო სხვა უბნებთან, აგერ ფოტოებიც გადავუღე და ისინი გადაღებულია 7-ის ნახევარზე, ანუ საათ ნახევრით ადრე არჩევნების დასრულებამდე...
ეს ერთი საარჩევნო უბანი, 55-ე სკოლის:



ეს მეორე საარჩევნო უბანი, მის გვერდით, თსუ-ს მე-5 კორპუსის, აქ კიდევ მეტი ხალხი იდგა რიგში:


და აშკარად გამორიცხულია ასეთი უპრეცედენტო აქტივობის პირობებში სულ 54% ყოფილიყოს. დიდად სავარაუდოდ, ნაწილი ბიულეტენების მოტეხეს, ნაწილ ამომრჩეველს კი 8 საათზე ცხვირწინ დაუკეტავდნენ კარს და ამით წაართმევდნენ კონსტიტუციით გარანტირებულ ხმის უფლებას თავისი არაორგანიზებულობის გამო...
თანაც თბილისში საკმაოდ მძიმე საარჩევნო სტატისტიკური სურათი მიიღო ხელისუფლებამ და ამის შესახებ ლოკალური ეგზითპოლებით მას არჩევნების მსველობისასვე, მათ დამთავრებამდე ეცოდინებოდა და ასევე დიდად სავარაუდოდ, ამიტომაც დაიწყებდა ამომრჩევლის შეყოვნებას და ამხელა რიგების ხელოვნურად შექმნას...
პ.ს. თუ ამ ყველაფერში დიდად ვცდებით მე და მდ, მაშინ ასევე დიდი ბოდიში მოგვითხოვია...
This post has been edited by kodeqsi on 1 Nov 2020, 06:43
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...