სანამდე მოსახლეობის უმრავლესობას ასე მოუნდება:
https://www.interpressnews.ge/ka/article/62...onkurentuli-iqoეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი, ელონა გებრეა ხოჯა - საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო
ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორის, ელონა გებრეა ხოჯას განცხადებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო. ამის შესახებ მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომელზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე წინასწარ დასკვნები წარმოადგენა.
მისივე თქმით, კოვიდ 19-ის პანდემიის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად, არჩევნები ზოგადად ეფექტიანად ჩატარდა.
„31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იქნა. რეკომენდაციები მოცემულია ანგარიშში და საქართველოზეა დამოკიდებული გაითვალისწინებს თუ არა ამ რეკომენდაციებს. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს პარლამენტთან დემოკრატიის გასაძლიერებლად“, -განაცხადა ელონა გებრეა ხოჯამ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/62...is-nishani-araaევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი - კენჭისყრის დღეს ან მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება, მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი არაა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, ტინი კოქსის განცხადებით, კენჭისყრის დღეს ან მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი არაა. ამის შესახებ ტინი კოქსმა არჩევნების შედეგების და ოპოზიციის მხრიდან დღეს დაანონსებული აქციის კომენტირებისას აღნიშნა. მან მხარეებს მოუწოდა, ჯერ საბოლოო შედეგები ნახონ და ამის შემდეგ განიხილონ შესაძლებლობების გამოყენება.
„ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ უპირველეს ყოვლისა, ჯერ ნახონ შედეგები, გადახედონ შედეგებს და შემდეგ თუ საჭირო იქნება გამოიყენონ შესაძლებლობები გასაჩივრების მიმართულებით. მაგრამ, იმავე დღეს და მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება არაა მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი. თუნდაც დემონსტრაციების მოწყობა, არაა საუკეთესო ნიშანი იმისა, რომ პატივს სცემთ თქვენი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტინი კოქსიმ.
მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები თავისუფლი იყო, თუმცა ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი სამართლიანობის კუთხით.
"შეიძლება ითქვას, რომ ეს თავისუფალი არჩევნები იყო, ვერ ვიტყვით, რომ სამართლიანი არ იყო, მაგრამ გაუმჯობესება ბევრი ასპექტითაა საჭირო, მაგალითად, მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა. თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, არადა ქვეყანა ღარიბია და ლიმიტი არაა დაწესებული, ეს საფრთხეს ქმნის. ამიტომ, ევროპის საბჭო და ოდირი ხშირად ითხოვს, რომ დადგინდეს გარკვეული ჩარჩო. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ საიდან მოდის ეს თანხა და როგორ იხარჯებოდა ასევე, რაღაც დონეს რომ არ გადააჭარბებს. საბოლოო ჯამში მისალოცია, რომ არჩევნები მშვიდობიანად გაიმართა, რაც ყოველთვის არ ხდება ხოლმე და მაინც ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი სამართლიანობის კუთხით",-აღნიშნა მან.