აქვე დავსვამ კითხვას მაქვს ფილტვის ანთება მაგრამ სიცხე არ მიწევს არც ანტიბიოტიკები მშველის ერთი კვირაა ვიღებ . დორამიცინი ქვია..
არის ასეთი შემთხვევები ხოლმე? თუ სხვა რამის ბრალი იქნება ?
პნევმონიის თემა ვერ ვიპოვე და აქ ვიკითხავ ახალი თემის გახსნას.
ხო მოვიძიე და ამას მივაგენი
"უსიცხო ფილტვების ანთება"
ეს "ტერმინი" ჩვენში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და შეცდომაა. ფილტვების ანთება უსიცხოდ იშვიათად მიმდინარეობს და ისიც მძიმე ქრონიკული დაავადებებით დაუძლურებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებში. თავისთავად ტერმინი არაფერს დააშავებდა, რომ არა მისგან გამომდინარე არასწორი მკურნალობა. ამ მცნების ქვეშ, როგორც წესი, სხვა დაავადებები იმალება, რაც პაციენტისადმი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. თუ ამ ტერმინს კიდევ სიტყვა “ორმხრივიც" დაემატა ავადმყოფი კარგადაა გამოსაკვლევი, რათა არ გაგვეპაროს ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გულის უკმარისობა და სხვა.
ხო დღეს ექვს სხვადასხვა ექიმთან ვიყავი და არცერთს მოსვლია ეს თავში, მეცდამავიწყდა შემეხსენებინა რო პნევმონიას სიცხე რატო არ ახლავს თან
სურათი გადავიღე და ცალ მხარეს ანთებააო რო რამე მქონოდა ქრონიკული ბრონქიტი ან რამე სხვა გამოჩნდებოდა?
თერაპევტი არავინ პოსტავს აქ?
ხო ჩემო თავო ესეც საინტერესოა
ახალგაზრდა პაციენტებსაც შეიძლება განუვითარდეთ პნევმონია, რომლის კლინიკური სურათი მკვეთრი არ არის, ავადმყოფები თავს ცუდად არ გრძნობენ, ჩვეულ საქმიანობას არ წყვეტენ, ხშირად ექიმსაც კი არ მიმართავენ და შესაბამისად, პნევმონიის დიაგნოსტიკაც შემთხვევითია. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ფილტვების ანთება პაციენტმა ფეხზე გადაიტანა. უცხოელები მას "მოსიარულე პაციენტთა პნევმონიას" უწოდებენ. ასეთი ფილტვების ანთება ხშირია მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შორის. ასეთი პნევმონიის გამომწვევი ხშირად არის მიკოპლაზმა.
This post has been edited by LAZIKA-GEO on 27 Apr 2012, 23:20
ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად.
ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.