irakli_f1
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1777
წევრი No.: 83534
რეგისტრ.: 29-January 09
|
#57087825 · 1 Nov 2020, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ თამაში გავაერთიანოთ და განვიხილოთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების გამოხმაურებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებით და საელჩოს ოფიციალური განცხადებით:
აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე და კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას. ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის. ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა". ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ. შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება. ამ არჩევნების წინა პერიოდში მიღებულ რეფორმებში გათვალისწინებული იყო წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ზოგიერთი ხარვეზი. ჩვენ მოვუწოდებთ მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში. როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და ააშენოს უფრო ძლიერი დემოკრატია. * * * ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინიტროც გამოეხმაურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს:
საერთაშორისო დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები იყო კონკურენტული, საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული სტანდარტები იყო დაცული. მიუხედავად ამისა, იყო გარკვეული დარღვევები და ინციდენტები, რისი გამოიძიებისკენ მოგიწოდებთ.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მხედველობაში მიიღონ საერთაშორისო დამკვირვებლების აღნიშვნები, რათა არჩევნების მეორე ტურის ჩატარებასა და მის შედეგებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდეს * * * ევროკავშირი: "საქართველომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეცვლილი საარჩევნო სისტემით და ამომრჩეველთა მაღალი გამოცხადებით ჩაატარა, მიუხედავად კოვიდ19-ის მიერ შექმნილი გამოწვევებისა.
ეუთო-ს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების, ისევე როგორც, ეუთო-ს ცენტრალური ოფისის პირველადი დაკვირვებებისა და დასკვნების მიხედვით, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად და მთლიანობაში, ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით.
თუმცა, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების პროცესი ამომრჩეველთა მიმართ ზეწოლის და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის წაშლის მრავალრიცხოვანი ბრალდებების ზეგავლენით წარიმართა, რამაც შეამცირა ხალხის რწმენა პროცესის გარკვეული ასპექტების მიმართ.
დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა, სრული საარჩევნო პროცესის განმავლობაში, ისევე როგორც, არჩევნების მეორე ტურში კვლავ საკვანძო მნიშვნელობისაა, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანად, გამჭვირვალედ და სწორხაზოვნად მოგვარება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ დემოკრატიული პრინციპებსა და სტანდარტებს უერთგულოს და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. თავისუფალი და მრავალფეროვანი მედიაგარემოს უზრუნველყოფა უაღრესად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ამომრჩევლებისთვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემა. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება დარჩენილ საარჩევნო პროცესს, განსაკუთრებით კი არჩევნების მეორე ტურს.
შესწორებული საკანონმდებლო ჩარჩო ქმნიდა ჯანსაღ ნიადაგს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ცოტა ხნის წინ მიღებული საკანონმდებლო შესწორებები ნაწილობრივ პასუხობდა ეუთო/ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, თუმცა მათი ნაწილი შეუსრულებელია. 21 ნოემბრის მეორე ტურების შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება, ინკლუზიური დიალოგის გზით, საკანონმდებლო კორპუსის ხარვეზების გამოსწორება, ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციების ჩათვლით.
ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს და განაგრძობს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, როგორც ასოცირების ხელშეკრულებაშია აღნიშნული"
|