სატურნამ კიო
სახელობითი გამოკითხვაა
https://www.interpressnews.ge/ka/article/62...nono-miquradebaეს კომპი
ესეც ლაცია
https://www.obozrevatel.com/tv/segodnya-gos...8ZHegSsjUntmEPY 
სალომე სამადაშვილი - დიდი ძმა გვისმენს - ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრიუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, პარლამენტის წევრზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება
დიდი ძმა გვისმენს-ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამით სალომე სამადაშვილი ეხმაურება obozrevatel-ზე გავრცელებულ ჩანაწერებს.
მისი თქმით, მახინჯი სისტემა დაინგრევა.
სამადაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"დიდი ძმა გვისმენს-ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. იმედის უნიჭო 'კგბშნიკ' დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! (უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის)", - წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც მათი ინფორმაციით, ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში განიხილება სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მიზნით.
obozrevatel - ის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ჩანაწერში, მათივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს, თუმცა ვის ესაუბრება, იდენტიფიცირებული არ არის.
ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამ ეტაპზე უცნობია.
მოკლე შინაარსი
მიშა არის მხლე რომ მხლეების სია დაწერაო
ბიძინა ზაპადის კაცია და რუსებსაც არ ეომებაო
ხოდა დასავლეთში მიშა მხლეზე კიდიათო
ხოდა სატურნამ გახსენით არ აეის პრობლემაო
კია კომპლირაღაცო მაგრამ მერე მიხვდა რომ სიაა კომპლიანი
გუბაზაზეც არის ვიძიუ მანდა
პროსტა იმ დღეს მელიამ ისეთი მიაკოპლიმატირა რომ ეს უფრო საინტერესოა
This post has been edited by SPLIYVI on 7 Nov 2020, 01:35