ჩემგან თუ ელოდებოდით, იმედი გაგიცრუვდათ.
მე ველი აქ, ამ თემაში. დემაგოგიის და მჯიღების, მანიპულაციების გარეშე.
მათ შორის კონკრეტული რიცხვების გამყარებას:
- ოქმების 8%-ზე არ ჯდება ბალანსიო,
- ეს ნიშნავს, რომ 4%-შია ცდომილებაო.
მოდი, გავიაროთ აბა დეტალურად. დადეთ ეგ უბნები (ყველა!), სადაც თქვენი აზრით ბალანსი არ ჯდება ანუ გაყალბდა (მიუხედავად იმისა, რომ ხელი გაქვთ მოწერილი და საჩივარი არ გაქვთ დაწერილი...), ვნახოთ მერე, რამდენად არის ეს რეალურად 8%.

მაგალითად 24 კაციანი სპეცუბნები თუა (და არის), ძალიან მაინტერესებს, ეგეთი უბნებით როგორ გამოგყავთ, საერთო ხმების პროცენტები

მერე გავიაროთ მეორე დემაგოგია, რომ თურმე ეს 4%-იანი ცდომილება ქოცების 48%-ს კი არ უნდა გამოვაკლოთ, არამედ საერთო ხმების 4% ანუ 80 000 ხმა უნდა გამოვაკლოთ ქოცებს და ისე მივიღოთ შედეგი

ანუ: სადაც ბალანსი არ ჯდება, ისეთი ოქმებიდან სრულად წავუშალოთ ხმები ქოცებს, არცერთი არ მიუციათ იქ თავისი ნებითო და ოპოზიციას ყველა ხმა დავუტოვოთო (როგორ, რანაირად და რატომ უქმდება ასე შედეგები, ვერ ვიგებ, მაგრამ განმანათლეთ).
მოკლედ, ყველა მტკიცებულება, ვისაც რა გაგაჩნიათ, ამ თემაში დადეთ. ყველაფერი, ფოტო, ვიდეო, ოქმი და ა.შ.
და დავიწყოთ ჩემს მიერ დასმული შეკითხვით (ამას აწვება მაინც მთელი ოპოზიცია და ...):
აბა, გელით:
1. დაიდოს ყველა ის ოქმი, სადაც ბალანსი არ ჯდება და ითხოვთ გაუქმებას.
2. დავაჯამოთ მაგ უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა.
3. გამოვიყვანოთ ამ დაჯამებული ოქმებით და ამომრჩევლებით, რეალურად 8%-ია, 4%, 0.5% თუ 0.1...
4. ამ ოქმების გარეშე დავაჯამოთ საერთო პროცენტი ან დაასაბუთეთ რატომ ართმევთ ამ ოქმებიდან ქოცებს ყველა ხმას და რატომ იტოვებთ თქვენ ხმებს და ასე დააჯამეთ.
5. საბოლოოდ შევხედოთ, რა შეიცვლება და ვის სასარგებლოდ.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey