ნუუ ძალიან მარტივია რაღაცეების გათვლა-გამოთვლა:
დოლარი -> 4 ლარი იქნება მინიმუმ 2024 წლისთვის..
სომხეთი და აზერები თუ დალაგდებიან ამ ომის შემდეგ - შეიძლება რაღაცეებში გაგვასწრონ ანუ
ბევრად უფრო საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის და რაღაც პონტში ახალი ხილის ეფექტი მუშაობს.
ამიტომ შანსი ჩნდება რომ კავკასიის ცენტრის სტატუსი დავკარგოთ..
ოცნება თავისი არსით მოკლებულია ყველანაირ იდეას, გარდა - "არა ნაცებს". აქ მე ვერ ვხედავ რაღაც გეოპოლიტიკურ ამბიციებს
ან მასშტაბურ პროექტებს.. როდესაც პრემიერი ამბობს რომ "ჭორვილა" მოდელია მომავლის საქართველოსი - მთლად რომ ოცნების
გულმხურვალე ამომრჩეველი იყო გაგიტყდება როგორც მინიმუმ.. დიდი პატივისცემა ჭორვილას და ჭორვილელებს, მაგრამ სილიკონის ველია
თუ ჰოლივუდი თუ ჭორვილას მოსახლეობაა ზე-განათლებული და ზე-პროგრესული ანუ საერთოდ რა სახსენებელია და რა ნიშანსვეტია არ მესმის

წინა ციკლის მანძილზე - არ ყოფილა წელი, როდესაც აქციები ან დაძაბულობა არ ყოფილიყოს.. ბასიანი დაარბიეს, ბირჟა მაფიას წევრები
დაიჭირეს, ბათუმში რაღაც არეულობა იყო, სარალიძის საქმე, 20 ივნისი, პროპორციულზე გადაგდება ანუ შეეხნენ სხვადასხვა ფენებს და შედეგად მეტი
ადამიანი გადაქაჩეს ოპოზიციის ბანაკში.. თუ ასე გაგრძელდა გამოდის რომ კიდევ უფრო დაძაბული ციკლი იქნება და იმ პირობებში როდესაც 50/50-ზეა უკვე
ამომრჩევლები - ერთი არასწორი ნაბიჯი და უკვე ლეგიტიმაციის საკითხი დგება..
მოკლედ ძალიან დიდი წნეხით იწყებს ამ მეცხრე წელს ოცნება და მე პირადად რესურსს ვერ ვხედავ რომ გაქაჩავენ..
This post has been edited by DATOIA on 2 Nov 2020, 15:13
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი