ისტორიას ახსოვს ასეთი შემთხვევა. 1917 წელს, საბჭოების 2 ე ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადეს ესერებმა და მენშევიკებმა. მათ აყვნენ სხვა წვრილწვრილი პარტიები.
ბოლშევიკებმაც, (ლენინის პარტია) თქვეს რა პრობლემააო და მარტომ განაგრძეს პარადი. შემდეგ პერმანენტურად, სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის შეიარაღებული თავდასხმით, გაანადგურეს სხვა პარტიები.
მაგალითად კადეტთა პარტია. გამოაცხადეს რა ხალხის მტრებად, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ.
ამ საქმიანობაში ბოლშევიკებს დასაწყისში სხვა პარტიებიც ეხმარებოდნენ. საბოლოოდ კი თვითონას ასევე იქნენ განადგურებული ბოლშევიკების მიერ, არა მაშინვე და არა უსისხლოდ. ამ ყველაფერს მოყვა სამოქალაქო ომი. ე.წ. "წითლებსა" და "თეთრებს" შორის. საბოლოოდ გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა და ერთადერთი კომუნისტური პარტიით განაგრძეს ქვეყნის მართვა
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9E%D0%B4%...%B5%D0%BC%D0%B0