ისტორიული დღე, საქართველოს ჩემპიონისთვის
"ლანჩხუთი" უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე, 4 ნოემბერს, შიმქენთში, 13:00 საათზე ეთამაშება ყაზახურ "ოქჟეტპესს"

ჩვენი გოგონები უკვე შიმქენთში არიან და ადგილობრივ სტადიონზე ივარჯიშეს
„ლანჩხუთი“ ყაზახეთში 16 ფეხბურთელითაა ჩამოსული: თათია გაბუნია, ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე, ნინო გუჯაბიძე, ია ალელიშვილი, თეონა თოდაძე, მარიამ დანელია, სალომე დიმოპულუ, სალომე გასვიანი, ირინა ხაბურზანია, ხატია ჭყონია, ლანა მჯავია, სოფო ნარსია, ანა გობრონიძე, მარი კახიძე, სალომე გოგეშვილი. მათთან ერთად არიან მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე, თანაშემწე ბესიკ პატარაია





"ლანჩხუთი" ქალთა ლიგის გამარჯვებული 2019 წელს პირველად გახდა და შესაბამისად საქართველოს ევროთასებზე პირველად წარმოადგენს

ოქჟეტპესის ფორვარდი ლეილა სადიკოვა ლანჩხუთის გუნდზე - Грузинские футболисткы сильно настроены на агрессивную игру и постоянные единоборства. Матч однозначно будет непростым.
