jangula
Fაქები ოპტამ

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10209
წევრი No.: 48520
რეგისტრ.: 4-December 07
|
#57118986 · 6 Nov 2020, 18:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დჯ.კაბუ ”ეს საქართველო”:
მე არ მჯერა იმის, რაც ხდება აქ დღეს, ახდეს, არ მსურს სიზმრები ახდეს, საშინელი სიზმრები ჩვენს მომავალზე, მომავალზე, რომელიც არავის ანაღვლებს, არავის ანაღვლებს, არავის რა ხდება დღეს, ეს, ეს იცოდე ჩვენ ვერ გვაშინებს, მე არ მჯერა იცოდეთ თქვენი აქციების, მე არ მჯერა იცოდეთ პოლიტიკოსი მაქციების, მე ვერ ვიტან მათ, ვინც თქვენ გიბამთ მხარს, მე ვერ ვიტან მათ, ვინც ამცირებს ჩემს ხალხს, თქვენ თქვენი კარგად ყოფნისთვის იყენებთ სხვას და მერე იქმნით ილუზიებს რო მგაძლევენ ხმას, რას, რას, რა ხმას, ვინ გაძლევთ ხმას, ნუ იმცირებთ თავს და ნუ ატყუებთ სხვას, რას, მითხარით რას, რას ელით კარგს, ჩემი აზრით ეს ყველაფერი დიდ ზღაპარს გავს.
საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის, საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის. . .
პოლიტიკოსობა საქართველოში არც ისე ძნელია, ერთი მხარე ნათლია, მეორე კი ბნელია, მესამე მხარე ცდილობს რომ ორივე დაჩრდილოს, მეოთხე მხარე კი საერთოდ არაფერს არ ცდილობს, ჩვენ ვხედავთ, ვუყურებთ მათ უსუსურობას, ისინი კი მიიჩნევენ ჩვენს ნათქვამს ხუმრობად, დაგვცინიან გულში, გვაფურთხებენ სულში, ლაპარაკობენ კრიზისზე, იხრჩობიან ფულში, არ მჯერა მაინც მათი გამოსვლების, არ მჯერა მაინც მინისტრების გამოცვლების, არ მჯერა თქვენი მე, არ მჯერა, არა, საქართველოს ნუ ახსენებთ, გეყოფათ, კმარა, არც იცით რას წერდა ილია ჭავჭავაძე, ის მართლა ფიქრობდა საქართველოს მომავალზე, მინდა გამოჩნდეს ასეთი კაცი, მას ვენდობი, მასხარა ორატორებს , მე ვერ ვენდობი.
საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის, საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის. . .
აი, უკვე დაღამდა ერთი დღეც უქმად, ყველა გულში ლაპარაკობს მომავალზე ჩუმად, ჩუმად, ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს, მე მიყვარს ჩემი სამშობლო ყველამ გაიგოს, გაიგოს ყველამ, კარგმაც და ცუდმაც, აღარასდროს არ დავკარგავ არც ერთ დღეს უქმად, არ ჩავაგდებ დღეს, მოვეფერები მზეს, საქართველოს მზეს, ჩვენს ყველაზე ლამაზ ფერს, მე მოვეფერები ბევრს ჩემს თვალცრემლიან ერს, ერს ომებგამოვლილს, დამარცხებულ ერს, მე მოგეფერებით ბევრს თუ ვიქნებით ერთად, ჩვენ დავამარცხებთ მტერს თუ დავდგებით ერთად, ჩვენ დავამარცხებთ აფხაზს, ჩვენ დავამარცხებთ რუსს, მოდი ვაჩვენოთ მსოფლიოს რომ ვერვინ გვიწევს ყურს, დაბნელებული საქართველო ეს ჩვენი სირცხვილია, ყოველი წვიმა ჩემთვის სამშობლოს ტირილია. .
საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის, საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის. . ..
This post has been edited by jangula on 6 Nov 2020, 20:08
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|