#57138464 · 9 Nov 2020, 19:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან მარტივად არის შესაძლებელი საარჩევნო უბანზე დალუქული ყუთის გახსნის და ხმების დათვლის პარალელურად მოხდეს ბიულეტენების, საბოლოო ოქმების, ხელმოწერების ჟურნალის სკანირება და ინტერნეტ სივრცეში, ონლაინ რეჟიმში ორგანიზებული განთავსება.
ეს გამოაჩენს და შესაბამისად გამორიცხავს ძალიან ბევრ რამეს, მაგალითად: · ბიულეტენების და დათვლილი ხმების დისბალანსს · ბიულეტენების გაბათილების საფუძველს
ხმების დათვლის საშუალება ექნება არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს.
უფრო მეტიც: შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ავტომატურად იქნება შესაძლებელი ხმების დაჯამება, ბათილი ბიულეტენების გამოვლენა, ოქმებზე ხელმოწერების ავთენტურობის დადგენა.
ამისათვის საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფა არსებობს, უბრალოდ შეძენა და დანერგვა ჭირდება. ასეთი გამჭვირვალობის და ონლაინ რეჟიმის მეშვეობით ფაქტიურად მინიმუმზე დავა შედეგების ხელოვნურად ცვლილების შესაძლებლობა, მარტივად გამოვლინდება დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები.
იმედი მაქვს მოგვესწრება მსგავსი ტექნიკურად ორგანიზებული საარჩევნო სისტემა.
|