სალამი მეგობრებო,
ადრე მქონდა გახსნილი თემა, კომპს მირესტარტებს თამაშის დროს და რატომღაც მეგონა რო ვიდეო შვრება ამ ამბავს.
დღეს მქონდა ჩვენ ფორუმელთან კარტა, გამოვუცვალეთ პასტა, გავატარეთ ბენჩზე იდეალურია.
მოვედი სახლში კვლავ გავატარე ბენჩზე - იდეალურია. ფან სტოპი, ტემპოს მომატებაზე ჩართვა - საათივით მუშაობს.
ჩავრთე warzone ultraze, ვითამაშე 15 წუთი - დაარესტარტა. გავატარე ბენჩზე ულტრაზე (heaven/valley) - იდეალურია.
ისევ ჩავრთე თამაში - დაარესტარტა 15 წუთში. ამ დროს logitech arx პროგრამა მქონდა გაშვებული მობილურზე და ვაკვირდებოდი რას იზამს. ცოტა დამიგვიანდა სქრინის გაკეთება GPU USAGE da GPU MEMORY თითქმის ასზე იყო ორივე ასული და მაგ დროს დაარესტარტა. აქედან კითხვა - მაინც ვიდეოს ამბავია თუ სხვა რამე შეიძლება შვრებოდეს ამას.
მოდერ ჩემით დავხურავ, ცოტა აცოცხლე
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)