#57267499 · 8 Dec 2020, 10:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრეც მქონდა თემა გახსნილი, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. მოკლედ რომ ვთქვათ რაც ახლა მჭირს იგივე მჭირდა 2018 შიც და 2019 შიც, თან ყოველთვის მემართება ზამთარში. სიმპტომები შემდეგნაირია. მეწყება ყველაფერი მაღალი წნევით, თავის ტკივილით. ნორმაში რო ვარ 120-80 ზე მაქვს წნევა სულ. მაგ მომენტში 160 100 ზე ადის. არანაირი დამწევი არ მშველის. არც ცხელ წყალში ფეხების ჩაყრა. არც მშვიდად წოლა. მეორე დღეს როცა ასე თუ ისე წნევა დაბლა ჩამოდის და 130 90 ის ფარგლებში დგება. მეწყება გრიპის ვირუსის სიმპტომები. რომლის დროსაც, ცხვირი მეჭედება, ხველება მეწყება ნახველიანი. საერთო სისუსტე და ძვლებში ტეხვაც. 2018 წელს ნერვებს და კიდე ცოტა დიეტის მორღვევას დავაბრალე. თან მაშIნ ახალი წლების შემდგომი პერიოდი იყო, იანვარი. 2019 წელსაც იგივე. ვიფიქრე ალბათ საახალწლო საკვებმა მიქნათქო წელს ჯერ ახალი წელი არ დამდგარა და უკვე ეგ მჭირს. დიეტურად ვიკვებები, პლიუს ექიმის დანიშNულება მაქვს ალერგიაზე და იმ წამლებს ვიღებ. სადაც ერთ ერთი კუჭის დამცავიცაა. ახლა ყველაფერი 1 კვირის წინ დაიწყო. კვერცხი ვჭამე შემწვარი. მაღალი წნევა, თავის ტკივილი. ამ დროს კუჭის პრობლემების სხვა სიმპტომები არც მაქვს ხოლმე. ან გულძმარვა, ან ბოყინი ან რამე ეგეთი. უბრალოდ წნევა და თავის ტკივილი. წინა სამშაბათს რო ვერ დავიწიე წნევა ავდექი და გული ავირიე, ჭამიდან 5 საათში. როგორც სხვა დროს, ახლაც დამეწყო მეორე დღეს გრიპის სიმპტომები, რომელიც პარასკევს კულმინაციაში გადავიდა. მაქსიმალურად ვეცადე რომ გრიპის ჩაი არ დამელია, კუჭს მიღიზიანებს. დავლიე 1 ტერაფლუ პარასკევს და რა ვიცი შაბათი კვირა კარგად ვიყავი, არც წნევა მქონდა არც არაფერი. კვირას საღამოს ისევ 160-100 ზე ავიდა. ისევ არაფერმა მიშველა დამწევმა, ისევ მეორე დღეს ანუ გუშინ გრიპის სიმპტომები, ხმა შემეცვალა, ხველება ცხვირში გაჭედვით. აი გავიმეორებ და კუჭი ძალიან არ მაწუხებს, დილასაც კი პირში იმაზე საშინელი გემო არ მაქვს ვიდრე მქონია როდესმე. ერთია ნაწლავში რაღაც მჭირს, მარცხენა მხარეს სიმძიმის შეგრძნება მაქვს. კუჭის მოქმედებისას ეგ შეგრძნება მომენტალურად ქრება და წნევაც დაიწევს ხოლმე. თან გახშირებული მაქვს მოქმედება, ოღონდ ფაღარათი არაა. რაც მთავარია, იგივე ჭირდათ ჩემს დებსაც. ერთ ერთს მუდამ 100-60 ზე აქვს წნევა და რო გავუზომე 110 80 ზე ქონდა. მეორეს კიდე კუჭი აწუხებს და ასევე დაემართა 140-100 ზე. პლიუს ფაღარათი. ანუ იგივე სიმიპტომები გამოუვლინდთ მათაც. ხო და რა ხდება? ან რითი ვუშველო თავს? ექიმთან მისვლას როგორც ვხვდები იგივე შედეგი მოყვება რაც შარშან და შარშანწინ. დამინიშნავენ კარდიოლოგიურ კვლევას და საბოლოოდ გულის ანალიზის და სისხლის ანალიზის დამყურე ექიმი ფსიქოლოგთან გამიშვებს ნერვოზული შფოთვების გამო. ვინმე თუ ხართ აქ რომელსაც ანალოგიური გჭირთ... რაღაც ახალი ეპიდემიაა, ეს საცოდავები დასდევენ კოვიდ 19 ს იმ დროს როცა სხვა უფრო ვერაგი რამე მგონი ხალხს კლავს... აბა ახლა მე რომ 70 გადაცილებული ვიყო და სტენოკარდიით დაავადებული, ეს თუ ამეკიდებოდა 100% ით მკვდარი უნდა ვიყო ამ კვირაში. არანაირი დამწევი არ მოქმედებს. თავსიით თუ გაივლის ხო კარგი, თუ არა და...
--------------------
"უძველესი ცივილიზაციების მკვლევართა კლუბი"
|