რეგი არის ის მუსიკა და ბობ მარლი არის ის მუსიკოსი, რომელზეც გავიზარდე.
ვიცი, ბევრი ვერ უმუღამებს, მაგრამ მე ამ მარტივ მუსიკაზე, ამ ორადორ რიტმზე გავიზარდე.
არ ვიცი, შეიძლება ამას ჩემი ადგილმდებარეობაც განაპირობებდა: მზე, ზღვა, სითბო, მომღიმარი სახეები და მსუბუქი რიტმები... საოცრად ახლობელია ჩემთვის რეგი.
ახლაც თვალწინ მიდგას ულამაზესი კადრი: მზის ჩასვლა, წითელი ცა, 10 წლის მე ფრიალა სარაფნითა და მოკლე ჟაკეტით... და მამაჩემის მანქანა, საიდანაც დაბალ ხმაზე საამურად იღვრებოდა ეს მუსიკა...
ან ეს, ზუსტად არ მახსოვს.
პ.ს. დღეს ბობ მარლი 76 წლის გახდებოდა.
This post has been edited by ბანჯოო on 6 Feb 2021, 23:45