"მეზიზღება","შემეზიზღებით"-როგორც კი წავიკითხე,
პირველი,რაც გამახსენდა ალბერტო მორავიას “ზიზღი” -
ერთი იტალიელი ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე,
ისეთივე რთულ და ამოუცნობზე,როგორც ოდისევსის და პენელოპესი.
ცოლს ეზიზღება ქმარი რაღაც მიზეზის გამო,რამაც ბოლო მოუღო მის სიყვარულს.
ზიზღიც ხომ დანარჩენი სხვა გრძნობების მსგავსად ჩნდება და ვითარდება.
სასოწარკვეთილი ქმარი ცდილობს დაადგინოს, რამ გამოიწვია გრძნობების ასეთი შეცვლა,ფერისცვალება მის ცოლში?!
და ცდილობს დაიბრუნოს ის ძველი სიყვარული!
vasilii 
გამახსენდა-დოსტოევსკის ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიზირებული რომანი,
რომანი-გაფრთხილება "Бесы".
სადაც ზიზღია მთავარი საგანი,
მიზანი და მამოძრავებელი მიზეზი ისეთი არსებობისა,რომლის აზრი იკარგება აბსოლუტურ დეგრადაციაში,
მორალის აბსოლუტური უარყოფით!
ღმერთის აბსოლუტური უარყოფით!
"ზიზღს", ხომ,ყველა დროის პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ როგორც ინსტრუმენტს,
ადამიანების დაჯგუფებისთვის,
გავლენისთვის სხვა დაჯგუფების საწინააღმდეგოდ.
დღესაც გამოიყენება ,როგორც აგრესიის წყარო,
საზოგადოებრივ მორალზე,სოციალურ ურთიერთობებზე ძლიერი გავლენის მომხდენი.
ასე თვლიან ნეირობიოლოგები,რომლებიც სულ უფრო ცდილობენ ჩაწვდნენ"სულის სიღრმეებს"
და რასაც იქ პოულობენ,არ არის ყოველთვის ბრძნული!
ხშირ შემთხვევაში,ის,რაც ჩვენთვის მართლაც ცუდია,მავნებელია,არ ნიშნავს იმას,
რომ მოაზროვნე ადამიანებმა თავიანთი ურთიერთობები ბრმა,მღელვარე ინსტინქტებით წარმართონ!!!
Louis Armstrong Ochi Chernyie (Dark eyes)
https://www.youtube.com/watch?v=UnoCI2N9nWw