იხსნება
pristu-ის თხოვნით, ამიტომ პასუხისას მე არ მომნიშნოთ

ალბათ ჩემი პოსტებიდან გამომდინარე ყველა შეამჩნევდით ჩემს დამოკიდებულებას ოპოზიციური სპეკტრთან მიმართებით , განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობის მიმართ.
სულით ხორცამდე მეზიზღება ყველა ნაციონალი ვინც 2012 წლამდე იყო ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა რომ მათ შექმნეს სახელმწიფო , ჩემთვის ისინი არიან უკანასკნელი ადამაინები.
და არამარტო ჩემთვის, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის.
როდესაც საზოგადოების უდიდეს ნაწილს სძულს ნაციონალური მოძრაობა და ასევე ოპოზიცია, ისინი ხაზს უსვამენ და აღნიშნავენ მათ როლს 2003 წლის რევოლუციაში რა თქმა უნდა.
ეხლა ამ თემის მიზანი არ არის შევადაროთ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. ამ თემის მიზანია, როგორმე, ჩვენი ქვეყნის 30 წლიან ისტორიაში, როგორმე, ორი დაპირისპირებული მხარე, დაჯდეს, დაილაპარკოს და შეთანხმდეს ქვეყნისათვის და ქვეყნის მომავლისათვის.
ქუჩაში მყოფი ოპოზიცია და პარლამენტში მარტო მყოფი ხელისუფლება 4 წლის განმავლობაში არის სრული კატასტროფა. არის სრული დემოკრატიის ჩამოშლა და ისე დაგვხევს უკან , რომ ვერასოდეს წავალთ წინ.
მე არანაირად არ მჯერა ამ აქციებით რაიმე შედეგის მოტანის. არ მჯერა ხელახალი არჩევნების და არც იმის რომ ხელისუფლება დათმობს ძალაუფლებას.
მე მინდა რომ დასრულდეს ეს დაპირისპირება. ამ ფორუმზე რაც ხდება, იგივე ხდება საზოგადოებაშიც. ნაცებო-ქოცებო, ტროლებო .... ეს ყველაფეირ გრძელდება და ქვეყანა უკან მიდის, უკან და უკან. (გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუმ დამაფიქრა ამ ყველაფერზე ვაღიარებ)
გამოსავალი ჩემი აზრით : საზოგადოებამ, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ოპოზიციას, ხელისუსფლების მხარდამჭერებმა ხელისუფლებას და იმ 44 % - მა ვინც არ მოვიდა არჩევნებზე, უნდა აიძულონ თავიანთი პარტიები რომ წავიდნენ მოლაპარაკებაზე და დათმობაზე
ხელისუფლებამ უნდა დათმოს მინიმუმ 2 მინისტრის ადგილი,( ეკონომიკის და ფინანსთა ) და ორი კომიტეტი პარლამენტში
მთლიანად ოპოზიციამ უნდა შეარჩიოს 2 კანდიდატი და წარუდგინოს უმრავლესობას დასამტკიცებლად
ეს იქნება მთელი ევროპის, მსოფლიოს თვალში გასაოცარი ფაქტი. გასაოცარი დემოკრატიის გამოხატულება .
არის პარტიები: ლელო, გირჩი, ნაციონალური მოძრაობა, ევსაქები, სტრატეგია. ამ პარტიებში არიან ძალიან კარგი კადრები. ამათ უკანაც არის კარგი კადრები, ვინც არ ჩანს რეალურად მაგრამ ჭკვიანები არიან ამ სფეორებში...
საზოგადოებას არ სძულთ ერთმანეთი. თუ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდება და დაილაპარაკებს, ეს ხალხიც კეთილგანწყობილი იქნება ერთმაენთის მიმართ. დამიჯერეთ ასეა. როცა მიშა გამოდის და აგინებს ბიძინას , ეგეთი დამოკდიებულება აქვს მიშას მომხრეებს ბიძინას მომხრეების მიმართაც. თუ ეს შუღლი არ იქნება, ხახლთა შორისაც არ იქნება შუღლი
ხელისუფლებამ უნდა დათმოს ორი მინისტრი და ორი კომიტეტი, რადგანაც დაინახოს ხალხმა რა შეუძლია ოპოზიციას.
ხო გაიძახიან ლარის კურსი რა დღეშია, ეკონომიკა რა დღეშიაო? ხოდა მისცეს ხელისუფლებამ შესაძლელბლოა გამოასწორონ ეს ყოველივე !!! თუ ეს გამოუვიდათ, ქვეყნისთვის კარგი იქნება და ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც
თუ არ გამოვიდა და აღარ ყოფილა ჩვენი საშველი
ძალიან გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი და დაასახეელეთ რო რამე თქვენი სავარაუდო კანდიდატები ფინანსთა მინისტრის და ეკონომიკის მინსიტრის პოსტზე
This post has been edited by net on 11 Nov 2020, 23:13