მიეცით ხალხს უფლება, დღეს (და, მხოლოდ დღეს!) ღამის 12-სთამდე, ჰქონდეთ ქუჩაში ყოფნის გადაადგილების უფლება.
ამდენი მიტინგების და აქციების ფონზე ეს არ იქნება იმაზე უფრო დიდი რისკის მატარებელი, ვიდრე რეალურად არსებობს.
თანაც, ამ ღამით (საღამოს) ნაციც და ქოციც ერთად იქნებიან და მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკვრება! (იმედია გავიმარჯვებთ , და ზეიმის საბაბი გვექნება!)
და კიდევ, გამარჯვების შემთხვევაში ხალხი მაინც გამოვა გარეთ, თუ ფეხით იქნება ეს თუ მანქანებით და ყველას ვერ დააჯარიმებთ!..
ერჯერადი ნების დართვით კიდევ სახეს შეინარჩუნებს.
თანაც, ბიჭებს სტადიონს გარედან უგულშემატკივრებენ და ეს გულშემატკივრობა მათ დამატებით ენერგიას და ჟინს შემატებს, გამარჯვების მისაღწევად! აღარც მათი დევნა მოგიწევთ, დასაჯარიმებლად.
ცნობისთვის, გირჩი აწყობს ასეთი შეკრების ორგანიზებას, დიდ ეკრანთან

აბა თქვენ იცით, გადადგით სწორი ნაბიჯი და გააკეთეთ ისე, როგორც ხალხს ესიამოვნება. ამაზე დიდი დღე საქართველოს არ ჰქონია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ
This post has been edited by jangula on 12 Nov 2020, 10:56