ჩემი აზრით გირჩი აღმოჩნდა დიდ გაურკვევლობაში, არადა ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ არჩევნების გაყალბება-არგაყალბების საკითხს რაციონალურად მიუდგებოდნენ.
არჩევნების შემეგ გირჩის ლიდერები არჩევნების მასშტაბური გაყალბების დასადასტურებლად ძირითადად იშველიებდნენ სამართლიანი არჩევნების მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებს და ევროპული საქართველოს მიერ ტირაჟირებულ მონაცემებს ოქმების მნიშვნელოვან ნაწილში არსებულ დისბალასზე.
1. პარალელური დათვლა
ამაზე უკვე დავწერე ფორუმზე, მაგრამ განვმეორდები, რომ სამართლიანმა არჩევნებმა შეაჯამა 3800-დან 1000-მდე უბნის შედეგები, რაც ბუნებრივია, რომ გამოიწვევდა გარკვეულ ცდომილებას, რაც თავად აქვთ აღნიშნული თავიანთ პრეს-რელიზში.
თუმცა, რატომღაც აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ მათი დათვლით ქართულ ოცნებას ქონდა ნაკლები ხმა, თუმცა სინამდვილეში ბარიერ გადალახულ ყველა პარტიასაც ლეიბორისტების გარდა უფრო ნაკლები ხმა დაუთვალეს. შესაბამისად სულაც არაა მოულოდნელი, რომ სამართლიანი არჩევნების შედეგებით მანდატები ზუსტად ისე ნაწილდება, როგორც ცესკოს დათვლილით.
http://www.isfed.ge/geo/presrelizebi/20110...s-PVT-shedegebi2. ოქმებში არსებული დისბალანსი არის თუ არა არჩევნების გაყალბების ინდიკარატორი და რა დოზით, ამის დათვლა სრულიად შესაძლებელია. გუშინ თუ გუშინ წინ აიფაქტმა გამოაქვეყნა უბნების სია, სადაც იდენტიფიცირებულია დისბალანსის მქონე ყველა უბანი.
თუკი დავთვლით ერთის მხრივ იმ უბნებს, სადაც ესეთი დისბალანსი ფიქსირდება, ხოლო მეორეს მხრივ იმ უბნებს, სადაც ბალანსი ჯდება და შედეგებს ერთმანეთს შევადარებთ, მაშინ ნათელი იქნება თუ ძირითადად რასთან გვაქვს საქმე, კომისისიის მიერ დაშვებულ შედომებთან, გაყალბებასთან თუ უბრალოდ იმასთან, რომ მაგალითად 500-დან თუ 100-დან ერთი ამომრჩეველი ერთ-ერთ ბიულეტენს ჯიბეში იდებს და მიაქვს სახლში.
მოკლედ აიფაქტის უბნების სიის საფუძველზე, დავთვალე თბილისის (სადაც გირჩი 3-ე ადგილზე გავიდა) შედეგები უბნების ზემოთ ნახსენები კატეგორიების მიხედვით და აღმოჩნდა შემდეგი.
იმ უბნებზე სადაც დისბალანსი იყო, დაბალანსებულ უბნებთან შედარებით, მეტი ხმა მიიღო ბარიერ გადალახულმა რამდენიმე პარტიამ:
პატრიოტთა ალიანსი: 0.02%
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები: 0.17%
გირჩი: 0.34%
ქართული ოცნება: 0.53%
ლელო: 0.33%
ხოლო სამიდან იმ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, ვისაც კომიისის წევრები ყავთ ყველა უბანზე და კიდევ ორმა სხვა პარტიამ დისბალანსის მქონე უბნებზე მიიღეს ნაკლები ხმა:
ევროპული საქართველო: -0.09%
ნაციონალური მოძრაობა: -0.9%
ლეიბორისტული პარტია: -0.05%
ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი: -0.18%
ესაა თბილისის ჯამური მონაცემები, თუმცა ოლქების მიხედვით განსხვავებულ შედეგს ვიღებთ, მაგალითად ვაკეში ნაციონალურ მოძრაობას პროცენტულად უფრო მეტი ხმა აქვს დაუბალანსებელ უბნებში დაბალანსებულთან შედარებით, 18.94 და 18.57% შესაბამისად, ხოლო ქართულ ოცნებას პირიქით, ნაკლები ხმა აქვს დაუბალანსებელ უბნებში, დაბალანსებულთან შედარებით, 40.87 და 41.26% შესაბამისად.
ეხლა თავად იმსჯელეთ დისბალანსი არის თუ არა გაყალბების ინდიკატორი და თუ არის, ვის სასარგებლოდ გაყალბდა ამ გზით

P.S. თემა ეხება მხოლოდ და მხოლოდ ამ ორ არგუმენტს.
This post has been edited by net on 7 Nov 2020, 13:17
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)