საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალამდე ბოლო ვარჯიშს დინამო არენაზე გამართავს. 11 ნოემბერს, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. უკვე ორი დღეა საქართველოს ნაკრები მატჩისთვის ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიშობს. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. სავარჯიშო პროცესის პარალელურად, ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი შეხვედრისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
https://player.1tv.ge/OFFTOPIC:მოდერ ის დიდგულა თემა მაკედონიაზე ამას შემოუერთე |