ამდენი წელია ვუყურებ საქართველოს ნაკრებს და ვერ ვხვდები, საერთოდ რამე საფეხბურთო ტაქტიკაში ან ფილოსოფიაში ვჯდებით? ყველაზე ახლოს ვართ ალბათ იმ ტაქტიკასთან, საერთოდ ტაქტიკა თუ ქვია ამას რომ ვიღაც ინდივიდუალისტები, არველაძე ქინქლაძე იქნება თუ კვარაცხელია და ჩაკვეტაძე, მარტო მოატყუონ სამი კაცი და გავიტანოთ გოლი.მოკლედ რაღაც მსგავსი.
ხო და
ჰოლანდიაში, ბარსელონაში და ნებისმიერ წარმატებულ ფეხბურთელის აღმზრდელ ქვეყანაში თუ გუნდში, ბავშვობიდან ასწავლიან იმ სტილით თამაშს რაც დიდებს აქვთ. ხო შეიძლება რომ ჩვენც ავირჩიოთ ჩვენი სტილი, გეგენპრესი იქნება თუ ტიკი ტაკა და ბავშვობიდანვე აღვზარდოთ ფეხბურთელები ერთი ფილოსოფიის ქვეშ.
ელემენტალური პასის კულტურა არ აქვს ქართველი ფეხბურთელების 95%-ს
საქართველოს ნაკრების თამაშზე დაბალი პასი , ისე რომ ერთმა გაატაროს შეგნებულად და მეორემ მიიღოს ასევე შეგნენულად მგონი არც მინახავს. თქვენ გინახავთ? იმენა ვაკვირდები კაი ხანია ამას და არა ვერ აკეთებენ. არ შეუძლიათ მაგდენი აიქიუ არ აქვთ. არახა ასეთ დეტალებს უნდა სწავლობდნენ 13 14 წლის ასაკში და ამათმა 35 წლის ასაკშიც არ იციან.
This post has been edited by ნოა on 16 Nov 2020, 18:53
when the chimes end pick up your gun.