ყურებში მაქვს ხმაური, ადრე შუილი მქონდა ცალ ყურში მაგრამ არ მაწუხებდა, ახლა რამდენიმე დღეა უკვე წუილიც დამეწყო და აუტანელია ასე ყოფნა. წყალტუბოდან უნდა ჩამოვიდე თბილისში, აქ ექიმები ვერ მეხმარებიან, ვეძებ კარგ ყელ ყურ ცხვირის ექიმს. სად ან ვისთან მივიდე? იქნებ იცოდეთ ვინმე და მირჩიოთ ან შეიძლება გქონდათ ასეთი პრობლემა და დაგეხმარათ ვინმე. მე ორი ექიმი მირჩიეს აქ, ერთი არის ეკა ხირხელი და მეორე შოთა ჯაფარიძე. ასევე მითხრეს ადრე რომ მე-9 საავადმყოფო იყო ახლა ხეჩინაშვილის კლინიკაა იქაც მცოდნეები არიანო. ვიღაცამ ხუჯაძეც მიხსენა, მაგრამ მასთან კონსულტაცია 100 ლარი მითხრეს და ამდენს ვერ გავწვდები. ვინმე წესიერი და მცოდნე ექიმი მინდა, თავისი გამოკვლევებიანად რომ შემამოწმოს კარგად და ნორმალური მკურნალობა დამინიშნოს, თუ იცით ვინმე და გაქვთ მისი საკონტაქტო ინფორმაცია, ძალიან დამეხმარებით. ასე ბრმად ჩამოსვლა და მისვლა ვინმესთან არ მინდა.
პ.ს. მოდერს ვთხოვ 1-2 დღე აცოცხლოს ეს თემა, იქნებ შეძლოს ვინმემ დახმარება.