#57169193 · 15 Nov 2020, 03:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდის მექნება მეც ასეთი ტელეფონი, რომ ტერმინალს მივადო და ასე ვიყიდო სიგარეტი რომელიც თვეზე მეტია არ მომიწევია ასე ვიყიდო თევზი რომელიც არ მიჭამია ორი წელია როდის მექნება არამხოლოდ ტელეფონი არამედ საბანკო ანგარიში , ყადაღისგან თავისუფალი და როდის ვიქნები გადახდისუნარიანი იმ გოგოსავით , რომელმაც 212 ლარად შეფასებული კონიაკი შეიძინა ცოტა ხნის წინათ. ვიქნები კი ოდესმე, ამ ხელფასით? ალბათ არასდროს თუ რამე არ შეიცვალა ანსხვაუკეთესი სამსახური თუ არ მოვძებნე.
გუშინ ჩემსავით დამშეული ბიჭი მოვიდა სამი კანფეტი შეიძინა ლარ ოცდასამად. 1 მე მომცა , და 2 ცალი გულის უბეში კრძალვით ჩაიდო , სატრფოსათვის უნდოდა ვფიქრობ...
და ღამეები მიქრია როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები როგორმე კორონა თუ გადავურჩი როგორმე .......
--------------------
All I need is all I got!
|