ერთი ის ვიცი, რომ ლელო არ შევა...
არანაირი შეკითხვები რომ არ ყოფილიყო არჩევნების შედეგებზე, პატარა მიზეზსაც კი გამოიყენებდნენ არშესვლისთვის...
ტიპებს ხელისუფლებაში მოსვლაზე ქონდათ ამბიციები და 2%-ით შესვლა მაგრად გაუტყდებათ

თან ხაზარაძე და ჯაფარიძე უმსხვილესი ბანკის მთავარი აქციონერები არიან, უამრავი მსხვილი ბიზნესი აქვთ, ასობით მილიონის კაპიტალი და უნდათ ეხლა ყოველდღე სამსახურში იარონ პარლამენტში და კობახიძეს და ოხანაშვილს ეჯღანონ წვრილმანებზე? ტიპები ვარსკვლავებს ეთამაშებიან...
ჭკვიანი ტიპები არიან, მაგრამ ბიზნესში, პოლიტიკაში არა...'
თვითონაც არაჯანსაღი ამბიციები ქონდათ, ვიღაცეებმაც დააბოლეს ალბათ და დაახარჯინეს ფული, პარლამენტში დიდი მხარდაჭერით შეხვალთო

არადა ხალხს ბანკების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ და ხაზარაძე პირველ რიგში თიბისი ბანკთან ასოცირდება და არა ბორჯომთან და სხვა ბიზნესებთან...
თიბისი ბანკის თანამშრომლების დიდი ნაწილიც კი არ მისცემდა ხმას.
ფუჭი მოლოდინები ქონდათ მოკლედ...
ნაციონალური მოძრაობა შევა უეჭველი, საპარლამენტო ტრიბუნა თუ დაკარგეს, გაქრებიან.
თან პირველები შევლენ, სხვა ვერ გაბედავს პირველი შესვლას, ეგრევე ბიძინაზე მიყიდვას დასწამებენ.
ვაშაძეც შევა, ევროპული საქართველოც და პატრიოტთა ალიანსიც.
ჯაჭვური რეაქციით გირჩი და ელისაშვილიც შევლენ, მაგათ არც ქონიათ პრეტენზია მეტზე და უბრალოდ სხვებს აყვნენ და სხვა თუ შევა, ეგენი ხო არ დარჩებიან გარეთ...
ან შეიძლება მართლაც არ შევიდეს არავინ.
ყოველ შემთხვევაში ერთი იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ლელო არ შევა...
კარგი იქნებოდა ნაცების გარდა ყველა შესულიყო, მაგრამ სამწუხაროდ გამორიცხულია ეგ...
Mens sana in corpore sano...