#57190656 · 19 Nov 2020, 22:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
__ხატია ჩამევიდა! __შენ გეიხარე ნენა, რაფერ გელოდი ელანზე__ გამოექანა ჭიშკართან მამიდამ, თან კალთიდან ფქვილს იბერტყავს. ჩაიხუტა სულ ერთიანად ჩაკოცნა___ ხომ მოუხაზე მამაშენს, ვერ ხედავ რაფერ იყურება! __გილოცავ შვილო!__მორიდებულად გადაკოცნა მამამ, თან ცრემლი მოიწმინდა. __ეხლა გიხარია ხო, შე ღვთის გლახა!__ შეუღრინა ღიმილით დედამ. __დიდუ, აი ვინ მევიდა!__ ეზოს გადაღრმა დაიძახა მეზობელმა__ აი თხაი ბაღანე თუ გვასახელებდა რაფერ ვიფიქრებდი! აბდალა ქმარს ყელზე რომ დაადგა ლუდი ყაზახების ყურებისას, ეყურებია შენზა, დანა პირს არ უხსნის! __გოგო ნაკრებში ვერ გათამაშებენ?__გამოექომაგა მეზობლის მეუღლე__დამტანჯა მაგ ცოდვით სავსემ, ბურთს მაგენი ვერ ურტყამენ, ასტავლო ეგება რაცხა! __ დამიძახონ და ვასტავლი__შეიფერა სიცილით ხატიამ __გამუადგა ბურთზე ზდევნამ?! რო ჩიოდი მისდღემშჩი ეხლა რას ჩივი?__ უსაყვედურა ნათლიამ მამას. __აფერს, ოღონდ აი იყოს კარგად! __კმაყოფილი სიმორცხვით უპაუხა მამამ. __მე რომ ვზდიე ამ აბდალას რა მევიგე__ ჩაერთო დედა__ყანა, ბოსტანი, ქათამი, ინდოური, ხბო, სარეცხი, საპონი, თეფში, საჭმელი სასმელი, ამას გოუსკდა მუცელი! __არ თქუა ეხლა შენც რომ ბურთიზა გეზდია, ფეხბურთელი იქნებოდიო! __რეიზა ვერ ვიქნებოდი! შენზე უკეთესი მაინც ვიქნებოდი! __ციცა, მაგიზა რომ არ გეზდია აი ბაღანე ხო არ გეყოლებოდა, სოფელში ერთი ფეხბურთელიც გვეყოფა. __ბიჯო რაფერ ყორფერში გვაჯობენ ამ გლახებმა, ქალები გვარჩენენ, გვინახავენ, მე მგონი დიდგორიც აგენმა მეიგენ და გვატყუებს ისტორია რაცხას! __არ თქუა ეხლა დავითიც ქალი იყოო! __ ქალი თუ არ იყო, ქალის ჭკუაზე დადიოდა__არ ცხრება დედა __ ეე ქალო შემეიყვანე ეს ხალხი ეზოში და ნუ ბჟუტურობ ბევრს!__სცადა გაბრაზება მამამ __შემოით, პაწა პური გავტეხოთ__მოლბა დედიკო. __შენი რახით გინდა გაგვჭყიპო? ჩემ ოტკას გადმევიტან!__მიტრიალდა მეზობელი სახლისკენ. __მოი ბიჯო! დაგვწამლავს რაცხას. __რავა, კაი შენახული გაქ? __მაინცდამაინც ჩემპიონთა ლიგა უნდა მეიგოს შენმა ბაღანამ ორნახადი რომ გამეიტანო, ხო? __ აბა შენნაირ გლახაზე გავაფუჭებ სუფთა ოტკას! მეზობლები შევიდნენ ოჯახში, ქალებმა სუფრას დაუარეს, კაცებმა ნარდი გააგორეს, გააწყვეს, შეიპატიჟეს, მთელი ღამე იცინეს, მხოლოდ ხატია გამოაკლდათ, უფრო სწორედ დედამ გამოაპარა, რათა სიხარული იმ ერთთან გაეზიარებინა..
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|