#57191597 · 20 Nov 2020, 02:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალმა ამბავმა დამასევდიანა... ცოტა გულიც კი მატკინა.
აქ ვეღარაფერს ვუშველიდი, რომც მომენდომებინა, მაგრამ იქ?
ჰოდა, მივმართე იმას, ვისაც შეეძლო მისი დახსნა - მის ველზეც გავედი, მაგრამ ორიოდ ტროლი დემონის მეტი ვერავინ ვნახე.
არ შემეხმიანა, არ გამოჩნდა. ჰოდა, მუჰამედის არ იყოს, თავად წავედი მის მოსაძებნად.
მთლად ისეთი ბრიყვიც არ ვარ, რომ ღამის კლუბებში, ან სახელისუფლებო კულუარებში მძებნა - პირდაპირ ახლომდებარე ეკლესიაში შევედი. კარიდან მარცხნივ მერხზე დედაბერი მოკუნჭულიყო და კრიალოსანს მარცვლიდა. გვერდით მივუჯექი.
- როგორ მომაგნე? მაოცებ ხოლმე!
- რა მოგნება უნდა? ამაზე კარგი გასართობი ადგილი სხვაგან სად გექნება?
გადმომხედა, ნაოჭებში ჩაძირულ თვალებში წითელი ცეცხლი გაუკრთა და ჩაიქირქილა:
- მართლაც რომ კარგად ვერთობი ხოლმე აქ... რა გინდა, მითხარი!
- რა, და... გამოუშვი!
- ხოხ! ვითომ რატომაო? თვითმკვლელია და მე მეკუთვნის!
- მთლად მასეც არ არის - რისიც სწამდა, იმისი რწმენა დაკარგა, და ეს მისი ბრალი სულაც არ ყოფილა! ყველას ხომ არ მოეთხოვება ფარდის მიღმა ხედავდეს? ეშინოდა, ოცნებობდა და იწამა, ხოლო მერე, როცა ყველაფერი ცხადი გახდა, აღარ ეთმობოდა თავისი ოცნება და ელოლიავებოდა, სანამ თავზე არ გადაეფხრიწა... უბედური იყო და აქაც საკმარისად ეტანჯა! მეტი რაღა?
- წესი წესია! თვითმკვლელია და ახლა იქ არის, სადაც უნდა იყოს!
- შენ ჩემთან ვალში ხარ!
- მართლა? - ბებრულად, დედაბრულად გადაიკისკისხარხარა - რაღაც არ მახსენდება! სერიოზულად მეუბნები!
- და არა, რო? კარგი, სხვა თუ არაფერი, ეს ჩვენი საუბარი ერთი წლის წინ დავწერე!
- მერე, რა გინდა, ოქროს კაკულია გადმოგცე? - ჩაბჟირდა...
- დედაბერო! ოქროს კაკულია ტრაკში გაიკეთე, თუ გინდა! უნდა გამოუშვა!
- და რას მომცემ სანაცვლოდ? - ცივად, გურჯულბიზნესმენურად, ისე აგდებულად მკითხა, რომ უმალ ავიჯაგრე, თუმცა მალევე ავიყვანე თავი ხელში და დავფიქრდი: "ასეთ დროს საკუთარი სული უნდა დათმო, მაგრამ ღირს კი?"
- რა თქმა უნდა, არ ღირს! ახლა გამეცალე, მაგარ საკაიფო აღსარებას ვუსმენ და ხელს მიშლი!
წამოვდექი, ეკლესიას თვალი მოვავლე - მრუმეჩრდილებში ვიღაცეები დაყიალობდნენ. მოვიხედე და დედაბერი გამქრალიყო. "ამას ხომ ფოკუსების გარეშე წუთი არ შეუძლია!" - გავიფიქრე და გარეთ გამოვედი.
ნოემბრის ცივი, მაგრამ სუფთა ჰაერი მეამა. დავფიქრდი და ვცადე გამეხსენებინა, ამ ხილვის გამო ბანი დამადეს თუ არა, მაგრამ ვერ გავიხსენე...
ერთი წელი გასულიყო და მე ისევ გლდანში რატომ ვიყავი, ვერ მივხვდი...
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|