საჩხე რომ გვეხილა:
საჩხე არ იქნებოდა უცვლელი.
სახელი რომ გვებოძა:
სახელი არ იქნებოდა უცვლელი.
გამოუთქმელია დასაბამი:
ცისა და მიწის.
მფლობელი სახელისა:
დედაა ყოველი არსისა.
ჭეშმარიტად:
ვინცა დაიპყრა ვნებები:
იხილა საჩხე დაფარულისა.
ვინცა დაიპყრა ვნებებმა:
იხილა საჩხე ყოფიერებისა.
საჩხე ცარიელია.
ცარიალეია, მაგრამ ამოვლინებისას:
ამოულეველია.
ო, რა ღრმაა და დაფარული!
ბიძოა მამა ყოველი არსისა.
ბიძო აუძრავებს მოძრაობას.
ბიძო აწესრიგებს ქაოსს.
ბიძო აფერმკრთალებს ბრწყინვალებას.
ბიძო დაიკრებს მცირეთა-მცირეს.
ო, რა უწმიდესია!
დასაბამიდან მოლივლივებს და:
მარადიულია.
მე არ ვიცი-საიდან იშვა იგი.
მე ის ვიცი_
ცის მეუფებას რომ წიანუძღვის.
Attention is all you need.